ესპანურ სტილის სახლი ასწლოვანი ფილებითა და მავრითანიული თაღებით 21 მლნ დოლარად იყიდება. იგი კასტილო დე ლაგო-ს სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც ჰოლივუდში 1926 წელს აშენდა. სახლიდან საოცარ ხედი იშლება ტბაზე და ასევე ჰოლივუდის ცნობილ წარწერაზე.

არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორიის მანძილზე სახლმა მრავალი მეპატრონე გამოიცვალა. 1930 წელს ცნობილი მაფიოზი, ბეგსი სიგალი მას სათამაშო ადგილად იყენებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ მადონაც კი ცხოვრობდა. მან ის 5 მლნ დოლარად შეიძინა 1993 წელს. 3 წლის შემდეგ კი წარმატებით გაყიდა. ამბობენ, რომ სახლში რემონტიც კი გააკეთა. ბოლო

შენობაში ბევრი დეკორია, როგორც დეტალებში, ისე არქიტექტურაში. ძველი ლიფტიც კი შემორჩა, რომელიც 1920 წელს გაკეთდა.
ძირითად საძინებელს 2 აბაზანა აქვს, რომელიც ფერადი ფილებით არის მოპირკეთებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - სახლში 2 კოშკია ხედით ქალაქსა და მთებზე.

უზარმაზარი სასტუმრო ოთახი ხელით მოხატული კოლონებით, თაღებით და ბოძებით არის გაფორმებული. აქვე არის კუთხის ბუხარი და დიდი ლამაზი ფრანგული კარი, რომელიც ტერასაზე გაგიყვანთ.

კომენტარები