ბოლო დროს პრესაში სულ ფრო ხშირად ჩნდება ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური ბრძოლოს დეტალები, ბრძოლისა, რომელსაც პირობითად "როზეს ბრძოლა" უწოდეს.
განწორწინების შემდეგ ვერაფრით მოახერხა საფრანგეთში მდებარე მამულის, ღვინის ქარხნისა და საუცხოო სასახლის გაყოფა, რომელიც ერთ დროს ბედნიერი თანაცხოვრებისთვის შეიძინეს. სწორდ ეს ქარხანა გახდა მოგვანებით ვარდისფერი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში. სულ ცოტა ხნის წინ ბერდ პირმა მორიგი სარჩელი შეიტანა ერთ-ერთი რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც ანჯელინა ჯოლიმ ქარხნის საკუთარი კუთვნილი წილი მიჰყიდა.
ანჯელინა ჯოიმ კი სახალხოდ გამოაცხადა, რომ ბრედ პიტი
მას აიძულებდა იმის დამალვას, თუ როგორ ცუდად, სასტიკად ექცეოდა მსახიობი მათ მცირეწლოვან შვილებს. ეს განცხადება თავად პიტის განცხადებას მოჰყვა, როლის თანახმადაც ყოფილი მეუღლე ყველანაირად ცდილობდა, მისი ბიზნესის და შატო მირავალის განადგურებას და სწორედ შირისძიების გამო განაცხადა უარი მისთვის შატოს საკუთარი წილის მიყიდვაზე, სანაცვლოდ ჯოლიმ მოლაპარაკებები ერთ-ერთ რუს მილიარდელთან აწარმოა, რომელიც ასევე ღვინის ბიზნესით არის დაკავებული.
მირავალი, რომელიც თავდაპირველად ოჯახური, დასასვენებელი ადგილი უნდა ყოფილიყო, მაღალი დონის კომერციულ საწარმოდ იქცა, რომელიც აწარმოებს თაფლს, ზეითუნის ზეთს, კანის მოვლის ხაზს და ასევე აქ მუშაობს მირავალის ხმის ჩამწერი სტუდია. ამას მოჰყვა ღვინის წარმოება, რომელმაც საოცარი შემოსავალი მოიტანა - 2021 წლის მონაცემებით, შემოსავალმა 50 მლნ დოლარს გადააჭარბა.
...ყველაფერი 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს თაყვანისმცემლებისა და პაპარაცებისგან დასვენება საფრანგეთის რივიერაზე. მათ ერთ-ერთოი ცნობილი სასტუმროს კონსიერჟის სამსახურს სახლის მოძებნა სთხოვეს, რომელსაც იქირავებდნენ. შედეგად "დიდებული დასვენება" ძველ ციხესიმაგრეში გაატარეს შვილებთან ერთად. იმ დროს მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: მათი საერთო ქალიშვილი შილო და ნაშვილები შვილები - მედოქსი, ზაჰარა და პაქსი. წყვილი იმდენად კმაყოფილი დარჩა აქ გატარებული დროით, რომ საფრანგეთში უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტეს.
რამდენიმე დღე დაფრინავდნენ სასურელი ადგილის მოსაძებნად, სადაც მათი თქმით, მათი შილები მშვიდად და წყნარად ცხივრებას შეძლებდნენ, პაპარაცებისა და ჟურნალისტებისგან მოშორებით. ბრედ პიტი, როგორც თავად აღნიშნავდა, "ოჯახის ევროპულ თავშესაფარს" ეძებდა. მსახიობები ჩქარობდნენ მყუდრო სახლის შეძენას, რადგან ჯოლი ორსულად იყო ტყუპებზე. წყვილმა მალე შეიძინა შატო მირავალის ქონება პროვანსში 27 მილიონ დოლარად. სახლი აღმოსავლეთ აიქს-ან-პროვანსიდან 80მ კმ-ში მდებარეობს, პატარა ქალაქ კორენსთან ახლოს. გარდა უძველესი ციხესიმაგრისა, რომელსაც ასევე ვილას უწოდებენ, ჯოლი და პიტი გახდნენ მიწის მფლობელები, მათ შორის 60 ჰექტარი ვენახებისა. სწორედ ამ მამულში მიიყვანა წყვილმა ახალშობილები, ვივიენი და ნოქსი, რომლებიც ნიცაში დაიბადნენ.
ამ ადგილას საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ ღვინოს. ქონება, რომელიც ხუთი თაობის იტალიელ დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, 1972 წელს ფრანგ ჯაზ მუსიკოსს ჟაკ ლუსიეს მიჰყიდეს, რომელაც დაიწყო წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინის წარმოებaა. მანვე გააკეთა ჩამწერი სტუდიაც, სადაც მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ სტინგი და სეიდი, ხოლო პინკ ფლოიდმა 1979 წელს აქ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი ჩაწერა.
1992 წელს კი ტომ ბოვმა, აშშ-ს საზღვაო ინჟინერიის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ეს ქონება 5 მილიონ დოლარად იყიდა. მან გააფართოვა ღვინის წარმოება და როდესაც დაქვრივდა, გადაწყვიტა, გაეყიდა ქონება და პირველ პოტენციურ მყიდველებს შორის აღმოჩნდა ცნობილი ჰოლივუდელი წყვილი. "მოულოდნელად მამულთან ვერტმფრენი დაეშვა და მსოფლიოს ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი გადმოვიდა", - იხსენებს იგი.
გარიგების გაფორმებამდე რვა დღით ადრე, ბიზნეს მენეჯერმა ანჯელინა ჯოლის შესთავაზა კონტრაქტში პუნქტის დამატება, რომლის მიხედვითაც, განქორწინების შემთხვევაში ყოფილ მეუღელეებს ექნებოდათ უფლება, გაეყიდათ სხვისი წილი მირავალში. ბრედ პიტს ეს იდეა არ მოეწონა და განაცხადა, რომ ამის აიცილებლობა არ არსებობდა, როდესაც საუბარი ორ გონიერ ადამიანზე იყო. თუმცა დაჟინებით მოითხოვდა დაედოთ შეთანხმება, რომ არასოდეს გაყიდიდნენ მირავალში თავიანთ წილებს მეორე მხარის თანხმობის გარეშე. ეს სიტყვიერი შეთანხმება ჯოლიმ მოგვიანებით უარყო სასამართლოზე და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი უბრალოდ არ მომხდარა.
შედეგად, 2008 წლის 8 მაისს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შატო მირავალის მფლობელები გახდნენ და შეანხმდნენ, რომ ყოფილი მფლობელი, ტომ ბოვე დარჩებოდა შატოს მენეჯერად და განაგრძობდა ღვინის ბიზნესს. "ვფიქრობ, იმ მომენტში ბრედს ნამდვილად არ აინტერესებდა ღვინის წარმოება. მას მოეწონა იდეა, რომ ვენახი ექნებოდა", - თქვა ბოვმა. მოგვიანებით წყვილის მეზობლები გახდნენ ჯონი დეპი და ვანესა პარადი, ჯორჯ ლუკასი, ჯორჯ კლუნი, ჯონ მალკოვიჩი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი, რომლებმაც ასევე იყიდეს ქონება სამხრეთ საფრანგეთში.
მამულის შეძენის შემდეგ მის განახლებაზე ბრედ პიტმა პირადად იზრუნა.
"გადაკეთება უფრო კალიფორნიული იყო, ვიდრე პროვანსული", — იხსენებს ბოვე. ჯოლის განსაკუთრებული საჩუქარი გახლდათ ძვირად ღირებული ლაქირებული საწერი მაგიდა, რომელიც 1920-იანი წლების ფრანგული დიზაინის მიხედვით იყო დამზადებული. ერთ-ერთ უჯრაზე იყო პიტის სპეციალური წარწერა ჯოლისთვის ტყუპების დაბადების პატივსაცემად. მსახიობმა მაგიდა დიზაინერ ფრენკ პოლაროს, ავეჯის მწარმოებელს და ღვინის დიდ მოყვარულს შეუკვეთა. სწორედ პოლარომ ითამაშა მთავარი როლი პიტის მეღვინეობით გატაცებაში.
თუმცა პოლარო ყოველთვის ხუმრობდა, რომ თავად პიტს ღვინოს ყოველთვის ლუდი ერჩია, რომ მას ჰაინეკენი უფრო მოსწონდა, ვიდრე ვარდისფერი ღვინო.
ფრენკ პოლაროს ბრედ პიტზე სხვა მოგონებებიც აქვს. იგი ამბობს, რომ ეს ადგილი მათი სიყვარულის დეკლარაცია იყო. ბრედს სურდა მშვიდი ცხოვრება და ცდილობდა დაეცვა ცოლ-შვილი იმ ძლიერი ზეწოლისგან, რომელსაც განიცდიან ცნობილი სახეები. ის მთლიანად იყო მოცული ამ იდეით. საძინებლის გვერდით კედელზე პიტმა დაამონტაჟა 30 პატარა ეკრანი, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მათი შვილების ფოტოები და ვიდეოები ჯოლისთან ერთად, წლების განმავლობაში. ბავშვებისთვის მან მოაწყო ზოოპარკი კურდღლებით, თხებით, ქათმებითა და ფარშავანგებით.
პიტს ზოგადად უყვარდა სასმელი, რაც მოგვიანებით მისი ანჯელინასთან განქორწინების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ახსოვდა ერთი დღეც კი, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, რომ არ დაელია ან არ მოეწია. "განცდებს გავურბოდი. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დავასრულე. სასმელის გარდა ყველაფერს თავი დავანებე, როცა ოჯახი შევქმენი", - ამბობდა იგი.
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ოფიციალური 2013 წელს იქორწინეს, თითქმის 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. დაქორწინება შვილებმა სთხოვეს. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქორწილის მომზადებაში. ქორწილი მამულში გადაიხადეს, ანჯელინასა და ბრედის 20 მეგობართან, ოჯახის წევრებსა და ექვს შვილთან ერთად.
ქორწილამდე, ერთგულების ნიშნად, ბრედ პიტმა პატარძალს აჩუქა ის, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. როდესაც მათ იყიდეს ქონება, ბრედ პიტის იყო 60 პროცენტი, ხოლო ანჯელინა ჯოლის - 40 პროცენტი. ბრედმა ბიზნესში დიდი ინვესტიციები ჩადო და შედეგად ღვინის გაყიდვები 300%-ით გაიზარდა. ბიზნესი 164 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ბრედ პიტმა 2013 წლის დეკემბერში ანჯელინას თავისი აქციების 10% გადასცა სიმბოლურ თანხად, 1 ევროდ (რაც ანჯელინას არასდროს გადაუხდია) და ისინი თანაბარი პარტნიორები გახდნენ.
თუმცა მალე წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისინი ცდილობდნენ ბავშვების წინაშე არასდროს ეჩხუბათ, თუმცა კონფლიქტი სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა...
მოგეხსენებათ, ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი დაადანაშაულა იმაში, რომ მთვრალმა ჩხუბი მოაწყო მათ პირად ლაინერზე, როდესაც ისინი მთელ ოჯახთან ერთად ლოს ანჯელესში გაფრინდნენ. სავარაუდოდ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა ცოლ-შვილზე, ყველაფერი ლუდით მორწყო და თვითმფრინავის სალონი გაანადგურა. 2016 წლის 19 სექტემბერს ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა მუდმივი უთანხმოების მოტივით და მათი ექვსი შვილის მეურვეობის მოთხოვნით. ეს იყო წყვილის მრავალწლიანი ბრძოლის დასაწყისი, საფრანგეთის ქონების და შვილებზე მეურვეობისთვის.
როდესაც ბრედ პიტმა მიიღო ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობა, ანჯელინამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. დღემდე გრძელდება სასამართლო განხილვები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის შატო მირავალი.

კომენტარები