5 საძინებელი, 59-ე სართული და საოცნებო გარდერობი - როგორ ცხოვრობენ ბექჰემები მაიამიში

 პირველი ვარსკვლავური წყვილი ფლორიდაში, პენტჰაუზის 59-ე სართულზე ცხოვრობს 5-საძინებლიან და საოცნებო გარდერობის ოთახის მქონე აპარტამენტებში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი ორ ქვეყანაში ცხოვრობდა, ინგლისსა და აშშ-ში. დიდი ბრიტანეთი პირველად დევიდ ბექჰემმა დატოვა, როდესაც სათამაშოდ ერთ-ერთ ამერიკულ კლუბში მიიწვიეს. ვიქტორია, როგორც ერთგული მეუღლე ოკეანის გადაღმა დაფრინავდა ბავშვებთან ერთად, თუმცა სხვა ქვეყანაში საბოლოოდ გადაბარგებაზე უარი განაცხადა. ვიქტორიას არ უნდოდა საკუთარი ბიზნესის დატოვება ინგლისში, არც ბავშვების სასწავლებლად აქეთ-იქით სიარული, ამიტომ ქმართან ამ საკითხის გამო ხშირად ჰქონდა კამათი, თუმცა დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ, ვიკის ბიზნესიც
განვითარდა და წარმატებით მოიკიდა ფეხი აშშ-შიც. ნისლიან ალბიონზე გაჩერების მიზეზებიც აღარ არსებობდა და საბოლოოდ ვიქტორიაც აშშ-ში გადაბარგდა. ამბობენ, რომ დევიდის რომანებისაც შეეშინდა სხვა ქვეყანაში... ასეა თუ ისე ფაქტია, რომ წყვილი ამ ქვეყანაში დაფუძნდა.





დევიდის საქმეებიც კარგად წავიდა, ის ერთ-ერთი ამერიკული კლუბის, კერძოდ, "ინტერ მაიამის" მფლობელი გახდა, რომელშიც დღესდღეობით არც მეტი, არც ნაკლები, თავად ლიონელ მესი თამაშობს. ლეგენდარული ფეხბურთელი ა კლუბს ამ წლის ივლისში შეუერთდა.  ბექჰემი უბედნიერესია და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით ირგვლივ ყველას ნუსხავს. ბოლოს გუნდმა "შარლოტი" დაამარცხა დიდი უპირატესობით. დევიდთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ მისი ცოლი, ვიქტორი, ქალიშვილი - ჰარპერი და უმცროსი ვაჟი, კრუზი. მატჩის შემდეგ კი საკუთარ პენტჰაუსში გაემგზავრნენ.


ბრიტანული ოჯახის ბინა პენტჰაუსის ერთ მთლიან, კერძოდ 59- ე სართულს იკავებს. ეს უძრავი ქონება ბექჰემმა 2020 წელს შეიძინა.



ეს საოცარი, თანამედროვე კოსმიური, ფუტურისტული პენტჰაუსი თავად ზაჰა ჰადიდის დაპროექტებულია. იგი ამ პროექტზე სიცოცხლის ბოლო პერიოდში, 2016 წლამდე მუშაობდა. მისი ნიჭის თაყვანისმცემლებისთვის, ბექჰემი კი მათ შორის არის, ეს განსაკუთრებული პროექტია. შენობა მართლაც განსაკუთრებულია.


ბინას აქვს 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი და საერთო ფართი დაახლოებით 975 კვ.მ. სახლს აქვს ტერასა ხედით ატლანტიკის ოკეანეზე.

ვიქტორია ხანდახან ერთვება სოციალურ ქსელში თავისი სახლიდან, როგორც წესი, სატრენაჟორო დარბაზიდან ან საგარდერობე ოთახიდან, რომელშიც პერფექციონისტ ქალბატონს ყველაფერი ფერების და მოდელების მიხედვით აქვს დალაგებული.


რამდენი გადაიხადა წყვილმა ოცნების სახლში, საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ ამ შენობაში ბინების ფასი 20 მლნ აშშ დოლარიდან იწყება.

კომენტარები

ანა 2023-08-20 08:43
დოლარები უნდა იყოს დოლატების ნაცვლად,იმედია მიხვდით!
ანა 2023-08-20 08:42
სიმდიდრე ,მოდერნი და მინიმალიზმი!!! დოლატებით მორთული ნაძვის ხე კი არსად ჩანს?!
არაგველი 2023-08-18 18:06
რა სილამაზე, სისუფთავე და გემრიელი ფუფუნებაა. ღმერთმა ყველას ბედნიერებაში მოახმაროს შრომით მოპოვებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები