ეს ტრადიციული ღვეზელია, რომელიც ძალიან ჰგავს ხაჭაპურს. უბრალოდ, ნახევარმთვარის ფორმისაა და მას 7 იანვარს აცხობენ.
დაგჭირდებათ:
1 ს.კ საფუარი
1 ს.კ მარილი
400 მლ. წყალი,
1 კგ. ფქვილი
60 მლ. ზეთი,
1 ს.კ. შაქარი.
800 გ უმარილო ყველი
მოხარშული კვერცხი - თითო ღვეზელისთვის 1-2 ცალი
1 კვერცხი თავზე გადასასმელად
მომზადება:
ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ.
როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა
ღვეზელებს გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ.
კომენტარები