რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე ნამდვილი "სგუშონკას" -მწარმოებლის რჩევები

შესქელებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე. სპეციფიური შეფუთვის გამო გარედან ვერაფრით გაიგებთ მის კონსისტენციას - შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ. არცერთი არ არის ნორმალური სისქე ამ პროდუქტისთვის. სისქის გარდა მნიშვნელოვანია გემო და შემადგენლობა.
ნამდვილი შესქელებული რძე არ უნდა შეიცავდეს პალმის ზეთს, მცენარეულ ცხიმს, სინთეტურ საღებავებს, სახამებელს, პექტინს, რძის ცხიმის შემცვლელს. თუ რომელიმე ამ ინგრედიეტიდან მითითებულია პროდუქტის შემადგენლობაში, ის ნამდვილი შესქელებული რძე არ არის.

როგორ ამოვიცნოთ "ის ნამდვილი სგუშონკა"
პირველ რიგში დააკვირდით სახელწოდებას. ნამდვილ

პროდუქტს, რომელიც მართლაც ძროხის რძისგან არის დამზადებული, ყოველთვის ერთნაირად აწერია:
«Цельное сгущенное молоко с сахаром» - მოუხდელი შესქელებული რძე შაქარით
ან
«Сгущенные сливки с сахаром» - შესქელებული ნაღები შაქრით
ან
«Обезжиренное сгущенное молоко с сахаром» — მოხდილი შესქელებული რძე შაქრით.
და არაფერი მეტი. ეს არის — ГОСТ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი
დანაჩენი სახელწოდებები - «Молоко сгущенное», «Сгущенка», «Варенка», «Сгущенное молоко особое», «Сгущенка с сахаром», «Сгущенка и сливки», «Сгущенка вареная», «Сгущенное молоко диетическое» или даже «Сгущеночка» —
მეტყველებს, რომ ტქვენ არა ნამდვილ პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ პასტას ყიდულობთ.

რა უნდა ეწეროს შეფუთვაზე
თუნუქის ქილაზე ამოტვიფრული ციფრების რიგის თავში უნდა ეწეროს «М"
ბოლო 2 ციფრი უნდა იყოს 76.
შენახვის ვადა კი 12 თვეს არ უნდა აჭარბებდეს. თუ მეტი დრო აქვს, ესე იგი კონსერვანტებით არის გამდიდრებული. მისი შენახვის ტემპერატურა 0°С -დან +10°С-მდეა.

სახელმწიფო სტანდარტი
ნამდვილ, რუსულ "სგუშონკას" ეტიკეტზე ასეთი ნისანი უნდა ჰქინდეს ГОСТ 31688-2012
თუ მითითებულია ТУ ან «Сделано про ГОСТу», ეს შესქელებული რძე არ არის.

სისქე
რაც არ უნდა ნატურალური იყოს პროდუქტი, თუ სწორად არ არის შენახული, უვარგისი გახდება. შესქელებული რძე არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც ძალიან სქელი. მორევის და ზემოდან დაშვებისას ნაკადი არ უნდა წყდებოდეს. არც ნაწილ-ნაწილ, გუნდებად არ უნდა ეცემოდეს.

კომენტარები

ნინო 2018-03-26 01:05
ნია მართალია.მე ვიყენებ პასკაში შაფრონს და ცოტა ფორთოხლის ლიქიორს.არაჩვეულებრივ გემოს და ფერს აძლევს.
gurami 2017-02-21 22:44
უკრაინული iчня გასინჯეთ, 4 მრგვალი ოქროსფერი ბეჭდით ეტიკეტზე. წლებია მარტო მაგას ვყიდულობ. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ზურა 2017-01-28 20:09
ГОСТ 31688-2012 ეს არის ახალი გოსტი და შენახვის ვადაა15 თვე
ძროხა 2017-01-20 16:16
http://vsegost.com/Catalog/53/53026.shtml
ძროხა 2017-01-20 16:15
"ГОСТ"-ი შეიცვალა, მოქმედია ГОСТ 31688-2012

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები