ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ამერიკულ ფილმებში პრაქტიკულად ფილმის არც ერთი პერსონაჟი არ რეცხავს სარეცხს სახლში, სარეცხის გასარეცხად ისინი სამრეცხაოში დადიან. ალბათ გაინტერესებთ, რატომ.
საამისოდ ამერიკელებს შვიდი სერიოზული მიზეზი აქვთ.
1. ეკონომია
ეკონომია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საიმისოდ, რომ სარეცხი სამრეცხაოში გარეცხონ. ასეთი დაწესებულებების მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ ადამიანები სარგებელს ნახულობენ. სარგებელი კი იმაში გამოიხატება, რომ სამრეცხაოთი სარგებლობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახლში მოსული კომუნალური, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი.
2. გამქირავებლის აკრძალვა
გაქირავებული სახლების მეპატრონეთა უმრავლესობა კრძალავს საკუთარ ბინებში სარეცხის მანქანების
3. მომსახურების მაღალი დონე
თანამედროვე სამრეცხაო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამრეცხაო. აქ სხვა უამრავი დანადგარია, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს როგორც თავად რეცხვის, ისე შრობისა და დაუთოების პროცესს. ასევე სამრეცხაოები აღჭურვილი უფასო Wi-Fi სისტემით, მაგიდებითა და ყავის აპარატებით. ასე რომ, სანამ სარეცხი გაირეცხება, პატრონი არ მოიწყენს.
4. გართობა
სამრეცხაო ახალი ნაცნობობის ადგილია. აქ შეიძლება ახალი ამბების განხილვა, ვიღაცისთვის გაზიარება.
5. რელაქსაცია
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სამრეცხაო ძალიან ბევრი ადამიანისთვის განტვირთვისა და რელაქსაციის ადგილია. აქ ადამიანები დროებით ივიწყებენ საკუთარ პრობლემებს.
6. ტრადიცია
ამერიკის მოქალაქეები უბრალოდ მიჩვეულები არიან სამრეცხაოთი სარგებლობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათთვის ერთგვარი ტრადიციაა. პირველი სამრეცხაოები ამერიკაში ჯერ კიდევ 1934 წელს გამოჩნდა.
7. ბიზნესი
და ბოლოს, სამრეცხაოები ამერიკაში სერიოზული ბიზნესია. ამერიკაში 35 000-მდე საზოგადოებრივი სამრეცხაოა დარეგისტრირებული. მათი წლიური მოგება კი წელიწადში 5 მლრდ დოლარია. რაც უფრო კომფორტულია სამრეცხაო, მით მეტი მომხმარებელი ჰყავს მას.
კომენტარები