თუ თქვენ სამზარეულოში ყოველი ვახშმობის შემდეგ ქაოსი და არეულობაა, ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენ დაგეხმაროთ.
გაზქურა, მაცივარი და ნიჟარა
ეს გახლავთ სამი უმნიშვნელოვანესი ზონა სამზარეულოში, რომელსაც მეორენაირად სამუშაო სამკუთხედსაც უწოდებენ. წესით ეს ზონები ერთმანეთისგან 1,2 დან 2,5 –მდე მანძილით უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული, თუმცა ამ დისტანციის დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება. სამზარეულოები ხომ მრავალნაირი არსებობს, ზოგი ძალიან დიდია, ზოგი ძალიან პატარა. თუ თქვენი სამზარეულო არ ჯდება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ პარამეტრებში, გულს ნუ გაიტეხთ, შეეცადეთ ის თქვენს საჭიროებებს მოარგოთ. მაგალითად, ხშირათ მიირთმევთ ჩაის
თუ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ერთმანეთის გვერდით გექნებათ, თქვენ დაზოგავთ დროსა და ანერგიას, რომელსაც დალაგებას ახმართ. მაგალითად, გირჩევთ, ერთად შეინახოთ გაზქურის ”ჟარონა”, საცხობი ქაღალდი და ფოლგა. ეს ყველაფერი კი ახლოს უნდა იყოს ღუმელთან. ჭიქები მოათავსეთ მაცივართან. საერთოდ, საქმიანობაში არ გვეხარჯება იმდენი ენერგია, რაც ნივთების მიტან-მოტანაში. ამიტომ ნივთები მოხერხებულად განტავსება მ,ართლაც გაგიადვილებთ შრომას.
გაათავისუფლეთ ადგილი
სამზარეულოში აუცილებლად დაგჭირდებათ დაახლოებით ერთი მეტრი თავისუფალი ადგილი ნიჟარასთან ან გაზქურასთან ახლოს, სადაც მოაავსებთ ხოლმე საჭრელ დაფას და მოამზადებთ სადილს. თუ სამუშაო ადგილას გიდგათ ჩაიდანი, მიქსერი ან სამზარეულოს სხვა ატრიბუტი, გირჩევთ სხვა ადგილას გადადოთ, ის აუცილებლად შეგიშლით ხელს საჭმლის მომზადების დროს.
თეფშები, ჭიქები, ქვაბები და ტაფები
თაროები ყოველთვის დალაგებული გექნებათ, თუ ჭურჭელს კატეგორიების მიხედვით დაყოფთ და ისე განათავსებთ.
ყოველდღიურად სახმარი თეფშები ცალკე დაალაგეთ, ჭიქები ცალკე, ტაფები ცალკე და ა.შ. თუ არის საშუალება, ეცადეთ ეს კატეგორიები ერთმანეთთან ახლოს იყოს.
განათება
ერთი ჭაღი არასდროს არის სკამრისი მთელი სამზარეულოს კარგად გასანათებლად, დამატებითი განათება აუცილებლად ჭირდება გაზქურისა და სამუშაო ზონას, ასევე ნიჟარას. თუ ეს მომენტი წინასწარ არ გქონდათ გათვალისწინებული, გამოსავალი არის, არსებობს სპეციალური განათების სისტემა, რომელიც მონტაჟდება კარადების ქვემოთ. კარგი განათება საჭმლის მომზადების პროცესს არა მარტო გაამარტივებს, არამე დ უფრო სასიამოვნოს გახდის მას.
1000 წვრილმანის უჯრა
ასეთი უჯრის არსებობა სამზარეულოში აუცილებელია წესრიგის დასაცავად, აბა, სად უნდა წაიღოთ ის 1000 წვრილმანი, რომლიც სამზარეულოში აუცილებლად დაგჭირდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ უჯრის გამოყენება ყოველდღიურად არ მოგიწევთ, ამიტომაც ნუ განათავსებთ მას თქვენი სამზარეულოს ვიპ ზონაში.
ურნა
რა თქმა უნდა, ურნა არ უნდა იდგეს სამზარეულოს ცენტრში. საერთოდ, სასურველია, თვალისგან მოფარებულ ადგილზე იდგას. ყველაზე კარგი ადგილი ამ ატრიბუტისთვის არის ონკანის ქვედა ზონა, ეცადეთ, ურნა იქ მოათავსოთ.