რატომ არის ქსოვა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო?

უკვე დიდიხანია, რაც ქსოვას „ტვინის იოგას“ უწოდებენ. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ქსოვის დადებითი გავლენა მეხსიერებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პოპულარული ხელსაქმის ერთადერთი უპირატესობა არ არის.

ფსიქოლოგები ქსოვას იოგასა და მედიტაციას ადარებენ, ამიტომ ხშირად ურჩევენ, როგორც სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდს. ძაფზე შეხების სიამოვნება და ხელების რითმული მოძრაობა ამშვიდებს და გონებას გამაღიზიანებელი ფიქრებისგან ათავისუფლებს.

ქსოვის სარგებელი

ორგანიზაციის „ქსოვა მსოფლიოსთვის“ ინიციატივით ჩატარებულ ახალ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ქსოვა შესანიშნავად უმკლავდება ტკივილს, ებრძვის დეპრესიასა და მაღალ არტერიულ წნევას.

2012 წელს
Mayo-ს კლინიკის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც საქსოვი ჩხირით ან ყაისნაღით ქსოვენ, კოგნიტური დარღვევების განვითარებისა და მეხსიერების დაკარგვის ნაკლები რისკის წინაშე დგანან.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევამ 2007 წელს აჩვენა, რომ ქსოვას საერთო რელაქსაციის გამოწვევა შეუძლია და ამშვიდებს გულს.

ქსოვის სხვა დადებითი თვისებები

ამცირებს შიშის გრძნობას, გაღიზიანებასა და შფოთს;

დაგეხმარებათ სტრესთან და გაღიზიანებასთან ბრძოლაში;

ქრონიკული ტკივილის დროს ეხმარება ყურადღების გადატანაში;

ამცირებს კუნთების დაძაბულობას;

მარტოობისა და იზოლაციის განცდისგან გაგანთავისუფლებთ;

ამაღლებს თვითშეფასებას, საჭირო ადამიანად გაგრძნობინებთ თავს, რომელიც სხვებისთვის რაღაცას აკეთებს.

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ქსოვა დაგეხმარებათ ემოციურ განტვირთვაში. ასე რომ აიღეთ მივიწყებული საქსოვი ჩხირები და დაიწყეთ ქსოვა. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

კომენტარები

ნანა 2018-05-29 09:24
ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. ახალგაზრდა ძმის გარდაცვალება ქსოვამ გადამატანინა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები