როგორ შეინახოთ სწორად სეზონური ხილი და კენკრა ზაფხულში

შეგროვებული ხილი რომ დიდხანს შეინახოთ მისი მხოლოდ მაცივარში მოთავსება საკმარისი არ არის. ყველანაირ ხილს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

კენკრა

კენკრის დიდხანს შესანახად გააკეთეთ ძმრის აბაზანა. 1 ჭიქა თეთრი ძმარი გააზავეთ 3 ჭიქა წყალში. გარეცხეთ კენკრა ამ ნაზავით და გადაავლეთ სუფთა წყალი. გააშრეთ ქაღალთის ხელსახოცზე ან სალათის ფურცლების საშრობში.

შეინახეთ კენკრა პლასტმასის კონტეინერში, ფსკერზე 3 ფენა გაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და არ დაახუროთ თავსახური, რათა ზედმეტი სითხე აორთქლდეს.
გახსოვდეთ: ნაზი კენკრა მაცივარში, რაც შეიძლება მალე უნდა მოხვდეს.

ალუბალი

ალუბლის შენახვისთვის მთავარი პირობა სიცივეა,
ამიტომ შეგროვებული ნაყოფი, რაც შეიძლება მალე უნდა მოხვდეს მაცივარში. ნაყოფი უნდა მოთავსდეს შუშის ქილაში, სასურველია ფსკერსა და ქილის კედლებზე ალუბლის ფოთლები დააფაროთ. ნუ გარეცხავთ ალუბალს, თუ მის მირთმევას მაშინვე არ აპირებთ. შეგიძლიათ ასევე ალუბალი გაყინოთ, ამ მდგომარეობაში ის ერთ წელს ინახება.

ყურძენი

არსებობს ყურძნის შენახვის რამდენიმე საშუალება

1. მანსარდების მფლობელებს შეუძლიათ ყურძენი ჩამოკიდონ თოკზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ.

2. გამოცდილი მებაღეები ყურძენს ხშირად ვაზის ლერწამთან ერთად ჭრიან. ამ მდგომარეობაში ის 1-2 თვეს ინახება.

3. შეგროვებული ყურძნის მტევნები ინახება ასევე ყუთში, რომლის ძირზე უნდა დააფინოთ ქაღალდი ან ქსოვილი. მტევნები აუცილებლად ფენა-ფენად უნდა
მოთავსდეს.

4. მაცივრის თაროზე ყურძენი 1 – 2 კვირას ინახება. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, მტევნები ქაღალდის ან პლასტიკურ პარკში მოათავსეთ.

მსხალი

მსხალი არამწიფე მდგომარეობაში უნდა მოიკრიფოს. ის ოთახის ტემპერატურაზე ინახება. მოათავსეთ გაზეთის ფურცლებზე, მზის სხივებისგან მოშორებით. მსხლის შენახვა ასევე შესაძლებელია ხის ყუთში ისე, რომ ჰაერი კარგად მიეწოდებოდეს.

ატამი

ატამი არ შეინახება პოლიეთილების პარკში - ჟანგბადის ნაკლებობის დროს ნაყოფი სწრაფად ფუჭდება. შეახვიეთ ის ქაღალდის პარკში ან შეფუთეთ გაზეთში და მოათავსეთ მაცივარში, ხილის განყოფილებაში. ნუ დაალაგებთ ატამს ერთმანეთზე, ეს მას მალე გააფუჭებს.

კომენტარები

nino 2018-07-20 19:50
ბაბუაჩემი საზამთროს ინახავდა ხორბლით სავსე ორმოში და ახალ წელს მივირთმევდით-ხოლმე.
თამარი 2018-06-22 11:14
გაზეთში შეფუთვა როგორ შეიძლება? რა კაი რამეს გვასწავლიიით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები