კარგი და ხარისხიანი ჭურჭელი თითქმის ყველა დიასახლისის სუსტი წერტილია. ესთეტური ტკბობის გარდა, ხარისხიანი ჭურჭელი პირველ რიგში ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთაა. ნინო ნონიაშვილი 15 წელზე მეტია ამ სფეროში მუშაობს. იგი გარკვეულ რეკომენდაციებს მოგვცემს და მნიშვნელოვან რჩევასაც შემოგვთავაზებს.
- რომელი ჭურჭელია დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ხარისხიანიც?
- მოზერის, ბოჰემიას, ბერნადოტის ქარხნის, იტალიური მაიფლობერის ჭურჭელი, ირანული კობალტი... მათი მინა, ბროლი, ფაიფური, წითელი და მწვანე კობალტი, ეს არის შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქცია. განსაკუთრებით უყვართ კობალტი.
ბერნადოტი
- კი, მოზერის სადა - მოუხატავი ბროლი მოსწონთ, როკოკო აღარ იყიდება.
მოზერი
- სადილის, ყავის, ჩაის სერვიზებზე დღესაც არის მოთხოვნა?
- დღეს ხალხი უმუშევარია და აღარაა მოთხოვნა, წინა წლებში გაცილებით მეტი ადამიანი ყიდულობდა. დღესაც ყიდულობენ, მაგრამ უფრო საჩუქრებად. საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებენ თანხას.
- ყველაზე ხარისხიანი დანა- ჩანგალი როგორ უნდა ავირჩით?
- უნიკალური ხარისხისაა თანამედროვე გერმანული კომპანიების ნაწარმი. ესენია არშია, ჰოფმაიერი, ალტენბერგი, ბერჰოფი.
- მოოქროვილ ჭურჭელს როგორი მოვლა სჭირდება?
- იმდენად ხარისხიანია, არავითარი მოვლა არ უნდა. სერიოზულად გეუბნებით, მტვერი უნდა მოაცილოთ და მორჩა. მოოქროვილი ნაწარმისთვის არაა რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება.
- ყალბი პროდუქცია როგორ უნდა გავარჩიოთ?
- ხარისხზე ეტყობა. მაგალითად, ჩინური უფრო ბუნდოვანი და ყვითელია.
- ე.ი. ჩინური დაბალი ხარისხისაა?
- რა თქმა უნდა და იაფიც.
- ყველაზე ხშირად როგორი ჭურჭელი იყიდება?
- დღეს ძირითადად თანამედროვე ჭურჭელი აინტერესებთ. მაგალითად, ყიდულობენ ოთხკუთხედ თეფშებს, იყოს თუნდაც ჩინური, მათ ხელმისაწვდომი ფასი აქვთ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა არ არის, მავნე ნივთიერებას შეიცავს და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
სჯობს ძვირი გადაიხადოთ, ერთი იყიდოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ის უვნებელი და ხარისხიანია.
ნანული ზოტიკიშვილი
კომენტარები