შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ქალბატონის ცოტა უცნაურ, თუმცა ძალიან საინტერესო და ორიგინალურ მოსაზრებას. იგი გვესაუბრება იმაზე, თუ რატომ არ უნდა იწოდებოდეს მოუწესრიგებელ ქალბატონად მიუხედავად იმისა, რომ სახლს არ ალაგებს ხოლმე და არასდროს განიცდის ამ ფაქტის გამო სინდისის ქენჯნას.
- 10 წლის წინ მაცივარზე მაგნიტით მქონდა მიმაგრებული ფურცელი, რომელზეც ეწერა ჩემი საყვარელი ფრაზა: "კარგად შეიძლება გამოიყურებოდეს ორიდან მხოლოდ ერთი, ან მე, ან სახლი". ერთ დღეს ეს ფურცელი გაქრა. ვფიქრობ. ერთ-ერთი სისუფთავის შეტევის დროს ჩემმა ქმარმა გაანადგურა, ან თავისით დაიკარგა...
გამარჯობა, მე 34 წლის
ქალბატონი ვარ. ალკოჰოლიკი არ ვარ, არა. არც ბინძური ვარ. მოდით, აგიხსნით. მე მიყვარს, როდესაც ჩემს სახლში სისუფთავეა, მაგრამ მიყვარს, როდესაც მას მე არ ვასუფთავებ.
ბავშვობაში დედა სახლის დალაგებით დიდად არ მტვირთავდა ხოლმე, ოღონდ მემეცადინა. ხანდახან მიწევდა ხოლმე დალაგება, თუმცა ხარისხი ისეთი იყო, რომ ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ამ საკითხის გამო აღარ შევეწუხებინე.
მაგრამ როდესაც გავთხოვდი მივხვდი, რომ ცოტა უნდა შევცვლილიყავი. ერთხელ ძალიან შემრცხვა, როდესაც ჩემი მეუღლე ტუალეტს ხეხავდა. მე ის ტუალეტი ძალიან არ მაწუხებდა, მაგრამ თურმე ჩემი ქმარი სისუფავის მოყვარული ყოფილა, ჩემი აზრით, ზედმეტად.
ცოტა ხანი გავუძელი სახლის დალაგების რუტინას, მეტსაც გეტყვით, თეთრეულსაც კი ვაუთოვებდი, თუმცა ეს დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, მერე კი ვაჟი შემეძინა და...არა, ჯერ ბებია მეხმარებოდა, თუმცა როდესაც ბებია წავიდა, ჩემს სახლში დაიწყო სრული ქაოსი.
დღემდე გულწრფელად მიკვირს იმ დედების, რომელთაც ჰყავთ შვილები და ამავდროულად აქვთ დალაგებული სახლი. როდესაც ვდგები არჩევანის წინაშე, გამოვწმინდო იატაკი თუ ნახევარი საათი დავიძინო, აბსოლუტურად უძლური ვხდები, ალტერნატივა არ მაქვს, რა თქმა უნა, უნდა დავიძინო. ვის რაში აინტერესებს ჩემო მოსაწმენდი იატაკი, მით უმეტეს, რომ ბევშვი ჯერჯერობით ვერც ხოხავს და ვერც დადის. და როცა ხოხავს? ჰოდა იხოხოს, რა პრობლემაა, მეტი ჭუჭყი ძლიერ იმუნიტეტს ნიშნავს. რა აზრი აქვს დალაგებას, თუ ნახევარ საათში ისევ დასალაგებელი იქნება. და საერთოდ, არეული სახლის გამო ჯერ არავინ მომკვდარა.
გულახდილად გეტყვით, რომ მქონდა კიდევ რამდენიმე მცდელობა გავმხდარიყავი იდეალური დიასახლისი, წავიკიტხე სპეციალური ლიტერატურა, "სახლის დალაგების მაგია" კონგოს ავტორობით. პერიდულად კარადებს ვესხმოდი ხოლმე თავს ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მას იდეალურად ვალაგებდი. ფიქრობთ, ასე გაგრძელდა და საკუთარ რეინკარნაციაზე უნდა გესაუბროთ? ნურას უკაცრვად.
დიახ, მე შემიძლია. მაგრამ არ მინდა. აზრს ვერ ვხედავ. მოწმენდილი იატაკი სუფთად მაქსიმუმ ნახევარი დღე გამოიყურება. დალაგებული სამზარეულო დალაგებული მხოლოდ საჭმლის მომზადებამდეა. დალაგებული კარადა დალაგებული მხოლოდ ერთი კვირაა. არ მინდა. მირჩევნია მთელი ჩემი თავისუფალი დრო სხვა რამეზე დავხარჯო, მაგალითად წიგნის კითხვაში, ბავშვთან თამაშში, მეგობრებთან საუბარში.
რაც შეეხება სახლის დალაგებას, ამ კუთხით ყველა ჩემი პრობლემის მოგვარება დამხმარე ქალბატონს შეუძლია, თუმცა სანამ ამის საშუალება მექნება, სახლის დალაგებას აფეთქების მსგავსად ვუდგები, კვირაში ერთხელ ვხუჭავ თვალებს და ვალაგებ სახლს.

კომენტარები