ქალბატონი ელზა ბიწაძე-კვირკველია (ელზა ბებო) ყოფილი პროგრამისტი, უზომოდ შეყვარებული თავის საქმეზე, რასაც 30 წელზე მეტი ემსახურა ფოთის საზღვაო ნავსადგურში. ამჟამად დიასახლისი და დიდი ოჯახის ბებიაა. ჩვენი ყურადღება ახლანდელი საქმიანობით მიიპყრო, რომელიც თურმე პანდემიის პერიოდში გაჩნდა.
ელზა ბებოს ტკბილეულს სოციალურ ქსელში უკვე ბევრი იცნობს. მრავალფეროვნად გაფორმებული შოკოლადები, შოკოლადის თაიგულები ბევრს სტაცებს თვალს, ხოლო მისი პასკები ადრიდანვე ცნობილია. ქალბატონ ელზას თავის საქმიანობაზე ვესაუბრეთ და პასკის რეცეპტიც ვთხოვეთ ჩვენი მკითხველებისთვის.
- როდის გაგიტაცათ კულინარიამ, რა გხიბლავთ ამაში ყველაზე მეტად და რა უფრო გიყვართ - კერძების მომზდება თუ
საკონდიტრო საქმიანობა?
- ყოველთვის მიტაცებდა როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ჩემთვის ახალი კერძების მომზადება. შემეძლო დაღლილ-დაქანცულს (მოგეხსენებათ, პროგრამისტის შრომა უდიდეს დროს და სრულ მობილიზაციას მოითხოვს), გემრიელი სადილი მომემზადებინა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს ერთ-ერთი რელაქსიც კი იყო. რაც შეეხება, საკონდიტრო საქმიანობას, ჩვენი თაობის ქალბატონები სახლში ვაცხობდით ნამცხვრებს. მაშინ არ იყო ამდენი საცხობი და საკონდიტრო მაღაზია. და რარიგ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, თითქმის ყველას ძალიან გემრიელი გამოსდიოდა.
კითხვაზე, რა უფრო მიყვარს? - ძალიან მიყვარს მეგრული კერძების მომზადება: ელარჯი, გებჟალია, საცივი, ხარჩო, ხაჭაპური და სხვა.
- ცოტა ხნის წინ დაიწყეთ თქვენ მიერ შექმნილი საკონდიტრო ნაწარმის გაზიარება სხვა ადამიანებისთვის - საიდან გაჩნდა იდეა და როგორ იქმნება ეს საკონდიტრო ნამუშევრები, რომლებიც ბევრს ხიბლავს?
- ეს იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. ერთ დღეს შევთავაზე ჩემს რძალს (ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, ხათო ჩემი მეორე ქალიშვილია), მომემზადებინა მეგრული კერძები და ონლაინ გაგვეყიდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და გადავერთეთ გოზინაყზე. ჩვენთვის გასაკვირად, საოცარი გამოხმაურება გვქონდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი თუ გვეყოლებოდა.
ამის შემდეგ, დავიწყეთ ონლაინ გაკვეთილების მოსმენა შოკოლადის დამუშავებაზე. ყველაფერს გულდასმით ვამუშავებდით (და დღემდე ასე ხდება) და ვთავაზობდით მომხმარებელს.
გავინაწილეთ საქმე - მე გემოებს ვქმნი, ეს იქნება კანფეტების გულსართები თუ განაშები, ბეილისის თუ სხვა ლიქიორის მომზადება, ცხობა. ბონბონების, შოკოლადის ფილების დამზადებას, მათ გაფორმება, საჭირო მარაგების შესყიდვებს და მრავალ სხვა საქმეს კი ხათუნა აგვარებს. ჩვენ ყველა საქმე ოჯახში დედა-შვილურად, შეხმატკბილებულად მიგვყავს და ამ შემთხვევაშიც ასე ხდება.
- განსაკუთრებული აღტაცება მოჰყვა თქვენს შოკოლადის თაიგულებს. საინტერესოა, თუ გიკვეთავენ მამაკაცები საყვარელი ქალებისთვის?
- ვამაყობ ჩვენი მამაკაცებით. 3 და 8 მარტს მათ თვალნათლივ დაგვანახეს, თუ როგორ აფასებენ და ეფერებიან საყვარელ ქალბატონებს. ამას შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე გეუბნებით.
- თქვენი პასკები აქამდეც განთქმული იყო სოციალურ ქსელში, გარდა ორიგინალური გაფორმებისა, რა გამოარჩევს თქვენს პასკებს?
- დღეს იმდენი დიასახლისი აცხობს საუკეთესო პასკას თუ ნამცხვარს, მე მგონი, გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენ პასკებს კარაქზე ვაცხობთ, და გარდა ნატურალური ინგრედიენტებისა, ჩვენს გულს და უდიდეს სიყვარულს ვდებთ შიგ.
- იქნებ ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ თქვენეული პასკის რეცეპტი?
დიდი სიამოვნებით. თუ ვინმეს მოეწონება, ძალიანაც გამიხარდება.
- სინამდვილეში რა ჯდება ჯანსაღი და ყველა საჭირო ინგრედიენტის შემცველი პასკის გამოცხობა დღევანდელ პირობებში, როცა ასე გაძვირდა ყველაფერი?
- ჩემს მიერ გაზიარებული რეცეპტი დაახლოებით 100 ლარი ჯდება ერთი პორცია.
- რა შეცდომას უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად პასკის გამოცხობისას და რა არის მთავარი, რასაც ცხობის დროს ყურადღება უნდა მიაქციონ?
- მე მხოლოდ ამას ვეტყოდი ჩვენს ქალბატონებს: ჩემო საყვარელო დიასახლისებო, მთავარია, არაფერი დავაკლოთ, მოვიკრიბოთ მოთმინება, პასკის გამოცხობის დღეს ვიყოთ შეძლებისდაგვარად კარგ გუნება-განწყობაზე, გადავისახოთ პირჯვარი და მერწმუნეთ, თქვენი პასკა ფანტასტიური გამოვა.

კომენტარები