9 პრობლემა, რომელსაც თმის საშრობით მოაგვარებთ - ცხოვრების გასაიოლებელი რჩევები


თურმე თმის საშრობი მარტო იმ შემთხვევაში როდი გვეხმარება, როდესაც თმა გვაქვს სწრაფად გასაშრობი.
  • თმის საშრობი ძალიან კარგად მუშაობს, როდესაც გვინდა გაჯიუტებული წებოვანი ეტიკატის აძრობა. უბრალოდ, უნდა გავაცხელოთ ის თმის საშრობით და ძალიან მარტივად ავაძროთ.
  • თუ ავეჯზე ან იატაკზე სანთელი დაგეწვეთათ, ისევ თმის საშრობს მიმართეთ დასახმარებლად. შეათბეთ და ასევე მარტივად ააძრეთ.
  • თუ არ გიყვართ ცივ საწოლში დაწოლა, გაათბეთ თმის საშრობით.
  • თუ ძალიან გეჩქარებათ და ფრჩხილის ლაქი გაქვთ გასაშრობი, ისევ საშრობი.
  • თუ რეცხვის დროს თქვენი ჯინსი შედგა, გაათბეთ ის თმის საშრობით და ადვილად მოირგებთ.
  • ახალი ფეხსაცმელი ხშირად
    გვტკენს ფეხს, ამის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, მისი თმის საშრობით დამუშავება და ისე ჩაცმა.
  • მოგზაუროის დროს სულაც არ არის აუცილებელი უთოს თან ტარება. შხაპის მიღების დროს საკიდით სამოსი აბაზანაში დაკიდეთ რომ დატენიანდეს და შემდეგ თმის საშრობით შეაშრეთ.
  • გარეცხილი წინდები ან კოლჰოტი დილით მშრალი არ დაგხვდათ? ნურც ამაზე ინერვიულებთ, რადგან თმის საშრობი ამ პრობლემას ძალიან სწრაფად მოგიგვარებთ.

კომენტარები

რუსუდანი 2022-02-06 03:15
გოზინაყის მომზადების დროს მოხალული ნიგვზისგან კანის მოსაცილებლად გამოიყენეთ ფენი. ასე დაზოგავთ დროსა და ფილტვებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები