არსებობს ნივთები ოჯახში, რომელთაც ისე თამამად მოვიხმართ ყოველდღიურად და ისე დარწმუნებულები ვართ, რომ ამას სწორად ვაკეთებთ, ეჭვი არასდროს გვეპარება... თუმცა...
როგორ ვიქცევით, როდესაც ზეთის ბოთლს ვხსნით? მართალია, დამცავ თავს ვაცლით და ურნაში მივუჩენთ ხოლმე ადგილს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს დამცავი სახურავი უნდა ამოვატრიალოთ და ისევ ბოთლში უნდა ჩავამაგროთ, რათა ზეთის კონტროლი შევძლოთ გადმოსხმის დროს.
მიკროტალღურით სარგებლობა თითქოს არანაირად არის დაკავშირებული რაიმე სირთულესთან, თუმცა თუ ატყობთ, რომ საკვები ერთნაირად არ თბება, ეს იმას ნიშნავს, რომ თეფში არასწორად გაქვთ შედგმული.
თეფში მიკროტალღურში ისე უნდ მოათავსოთ, რომ ერთ-ერთ კიდესთან ახლოს იყოს. ასე ის თანაბრად გაცხელებას მოახერხებს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება არც ისე იოლი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გვინდა გაგახსენოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჭურჭლით გადატვირთვა, რადგან ამ შემთხვევაში ხარისხიან რეცხვაზე საუბარიც კი ზედმეტია, გარდა ამისა, თეფშები, რომელზეც ნახშირწყლები იყო განლაგებული, მანქანის ცენტრში უნდა მოათავსოთ, ხოლო ცილოვანი საკვებიანი თეფში - კიდეებში, მხოლოდ ასე შეძლებთ ჭურჭლის რეცხვის დროს სრულყოფილი შედეგის მიღებას.
სარეცხი სითხის კაფსულები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეფექტური, თუ მას სარეცხის მანქანაში თავდაპირველად მოათავსებთ დოლურაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატებთ სარეცხს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურა. საქმე ის არის, რომ დაბალ ტემპერატურაზე ის კარგად არ იშლება და შესაძლოა ტანსაცმელზე ნადებიც კი დატოვოს. მისი გამოყენების დროს აუცილებელია ცხელი წყლით რეცხვა.
არც დეოდორანტების გამოყენება იციან სათანადოდ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ დეოდორანტი მხოლოდ მშრალ კანზე დაიტანება, ასევე უმჯობესია, თუ ამას ძილის წინ გააკეთებთ და არა დილით.
ღუმელის ქვემოთ არსებული უჯრა ცხელი კერძების შესანახად არის გათვალისწინებული, რომ მალე არ გაცივდეს და არა ათასნაირი ნივთის დასამალად.
მსგავსი სპაგეტის კოვზი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია სამზარეულოში, ასეთი კოვზით იდეალური პორციის კონტროლსაც შეძლებთ და წყალსაც გადაწურავთ.
ტუალეტის ქაღალდი საპირფარეშოში ისე უნდა დაიკიდოს, რომ არ ეხებოდეს კედელს. ასე ის ბევრად კომფორტული მოსახმარიც არის და ზედმეტ ბაქტერიებსაც აირიდებთ თავიდან.