მართალია, გაზაფხულის ამინდები არამდგრადი და არასაიმედოა, თუმცა თბილ ტანსაცმელს ნელ-ნელა საგაზაფხულო, თხელი სამოსით ვანაცვლებთ, ზამთრის სქელი ქურთუკები, ქუდები და კაშნეები, ასევე ზამთრის ფეხსაცმელი კი სუფთად და საიმედოდ უნდა დავაბინაოთ, რომ შემდეგ წელს ისევ ერთგულად მოგვემსახუროს. როგორ შეიძლება ამის სწორად გაკეთება? ეს კითხვა ალბათ ყველა დიასახლისს დააინტერესებს.
ფეხსაცმელები
ზამთარში ფეხსაცმელებზე დიდი დატვირთვა მოდის, ყინვა, ტალახი, ჭუჭყი - ყველაფერი ერთად. ამიტომ, სანამ ზამთრის ფეხსაცმელს შევინახავთ, პირველ რიგში კარგად უნდა გავრეცხოთ ან გავწმინდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივუჩინოთ ადგილი. ტყავის ფეხსაცმელების გასარეცხად ძალიან
გარეცხილი და გასუფთავებული ფეხსაცმელი კარგად გააშრეთ, გამოტენეთ ქაღალდით.
ნაქსოვი ნივთები
შალისა ნივთები ხელით გარეცხეთ 30 გრადუსზე, გააშრეთ და ისე დააბინავეთ. სხვა ნივთები შეგიძლიათ გარეცხოთ შალის რეცხვით პროგრამაზე და გააშროთ არა დაკიდებულ, არამედ დაფენილ მდგომარეობაში, მაგიდაზე ან სხვა ზედაპირზე. ჩრჩილის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ კარადაში სპეციალური საშუალება გამოიყენოთ.
დუტები
ქურთუკებიც აუცილებლად უნდა გაირეცხოს ან გაიწმინდოს და ისე შეინახოს. შეგიძლიათ ეს ნივთები ქიმწმენდაში ჩააბაროთ ან სპეციალურ რეჟიმზე გარეცხოთ, მათი რეცხვის დროს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილის ან გელის გამოყენებას არ გირჩევთ, გარეცხეთ სპეციალურ სარეცხ საშუალებებში, რომელიც განკუთვნილია სწორედ დუტების გასარეცხად.
ქურქი
კარგია და გაქვთ საშუალება, ქურქი ისეთ ადგილს შეინახოთ, რომელიც კარგად ნიავდება და ტემპერატურა არა უმეტეს 6 გრადუსია. კარგი იქნება, თუ შენახვამდე ქიმწმენდაში ჩააბარებთ და სათანადოდ დაამუშავებთ.