2023 წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა მუსიკოსსა და მხატვარს, ხეზე კვეთის ოსტატ არსენ ფოჩხუას. თუმცა, ეს ერთი ადამიანი გაცილებით ბევრს „იტევდა“. მის საქმიანობა-გატაცებებს შორის იყო: მუსიკა, პედაგოგიკა, გრაფიკა, ბზაზე კვეთა, ბროლის დამუშავება, მამონტის ეშვისგან გულსაკიდები დამზადება, ისტორია, ფოტოგრაფია...
იუბილე
არსენ ფოჩხუაზე სასაუბროდ, ხელოვანის სამი შვილიდან ერთ-ერთს, ასევე მუსიკოს ბიძინა ფოჩხუასა და მის მეუღლე ექიმ რუსუდან კეკელიას შინ ვესტუმრე. ბიძინა 17 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მშობლების მსგავსად, მანაც კონსერვატორია დაამთავრა, მევიოლინეა და დღეს თბილისის სიმფონურ ორკესტრში იმ ადამიანების შთამომავლების კოლეგაა,
რომელთა გვერდით წლების წინ მამამისი მუშაობდა.
როგორც აღნიშნა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვანის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ მიმდინარეობს. ასევე გამოიცა წიგნი-ალბომიც, რომელიც დამთვალიერებელს დეტალურად აცნობს არსენ ფოჩხუას შემოქმედებით მემკვიდრეობას. პირველად დაიბეჭდა ოსტატის ესკიზებზე შექმნილი გასაფერადებელი რვეული ბავშვებისათვის, რომელიც მომავალი თაობის მხატვრული ნიჭისა და უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული.
მუსიკა და მხატვრობა
არსენ ფოჩხუა 1923 წელს ქუთაისში, არსენ ფოჩხუასა და მაგდა ურიდიას ოჯახში დაიბადა. მამა ინჟინერი იყო, ხოლო დედა დიასახლისი და 6 შვილს ზრდიდა. არსენ ფოჩხუა თბილისში კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ჩამოვიდა, თუმცა პარალელურად მხატვრობა იტაცებდა. კარგი კალიგრაფია ჰქონია და სტუდენტობის წლებში, ნოტების გადაწერითა და მათი ყდების ორნამენტებით გაფორმებით იყო გატაცებული.
თითქმის 40 წელი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრში და თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოსა და კამერული კლასების პედაგოგად მუშაობდა. 1982 წლიდან მან ორკესტრი, პედაგოგიური საქმიანობა დატოვა და ქუთაისში დაბრუნდა. ამის შემდეგ იწყება ხელოვანის ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც მთლიანად მხატვრულ შემოქმედებას ეთმობა. დღესდღეობით კი მის მშობლიურ ქალაქში, გალაკტიონ ტაბიძის 31-ში ფუნქციონირებს არსენ ფოჩხუას სახლ-მუზეუმი, სადაც ყველა დამთვალიერებელს მასპინძლობს მუსიკოსი, პიანისტი, ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და არსენ ფოჩხუას მეუღლე ლია ქურციკიძე.
ბიძინა ფოჩხუა:
- მამაჩემის შემოქმედება მრავალფეროვანია, როგორც თემატურად, ისე სხვადასხვა მასალის გამოყენების თვალსაზრისით. 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 250 ნამუშევარი შექმნა. მუშაობდა ბზაზე, ბროლზე, მამონტის ეშვზე, შესრულებული აქვს გრაფიკული ჩანახატები.
მისი კომპოზიციების ანალოგი არ არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ამას თამამად ვამბობ...
თავდაპირველად მამა სკოლის პარალელურად, ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კონსერვატორიაში, თან ხატავდა. ძალიან უყვარდა ქართული ჩუქურთმა და ის დაახლოებით 400-მდე ჩუქურთმის ავტორია. მეგობრების რჩევით, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ მაშინდელმა რექტორმა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მუსიკოსის სურვილი არასერიოზულად მიიჩნია. მამას ხელით შექმნილი რამდენიმე ესკიზის ნახვის შემდეგ, ურჩია მხატვრობისთვის თავი დაენებებინა. განაწყენებულმა მამაჩემმა აკადემიაში სწავლაზე ხელი კი ჩაიქნია, მაგრამ ხატვა არ შეუწყვეტია. წლების შემდეგ, გარკვეულ წარმატებას რომ მიაღწია და მხატვრად ჩამოყალიბდა, ის რექტორი მამას ადგილობრივ და საკავშირო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად ხელს ყველანაირად უწყობდა.
ლადო და ქაშუეთი
- მამას ერთ კომპოზიციაში 34 ქართული ჩუქურთმაა მოქცეული. ეს ნამუშევარი ლადო გუდიაშვილის ხელში მამას მეგობრის წყალობით მოხვდა. ის შემსრულებლით დაინტერესებულა და ავტორი თავისთან დაუბარებია. მამას კარგად ახსოვდა 18 მარტი, ბატონი ლადოს 50 წლის დაბადების დღე, სწორედ იმ დღეს მისულა ლადოსთან, რომელთან დიალოგიც უმთავრესად შესრულების ტექნიკასა და სხვა შემოქმედებით დეტალებზე გაიმართა. ამის შემდეგ დაახლოვდნენ და 6 თვეში ბატონმა ლადომ ის ქაშუეთის ტაძრის მოხატულობაზე დამხმარე მხატვრად მიიწვია. სამწუხაროდ, მხოლოდ საკურთხევლის მოხატვა შეძლეს, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ მათ საქმის ბოლომდე მიყვანის ნება არ დართო. ამ ინიციატივის გამო ლადო „პარტიიდან“ გარიცხეს, ხოლო მამა - „კომკავშირიდან“. მახსოვს, ერთხელ რუსთაველზე ვსეირნობდით, ქაშუეთში შევედით და მამა მიხსნიდა, რომელ კედელზე რა ფრესკის მოხატვა იყო დაგეგმილი. საკმაოდ საინტერესო მონახაზი ჰქონდათ... ეს ტაძარი განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენი ოჯახისთვის. მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი ქაშუეთში დავიწერეთ და შემდეგ ჩვენი შვილი დემეტრეც ამ ეკლესიაში მოინათლა.
ბზა და მამონტის ეშვი
- მამა ხშირად ამბობდა, დღეს თუ მე მხატვარი მქვია და ამ ხელოვნებაში რამეს მივაღწიე, ლადო გუდიაშვილის დამსახურებააო. ბზაზე მუშაობის დაწყებაც გუდიაშვილის სახელს უკავშირდება. ერთხელ მამა ორკესტრთან ერთად გასტროლზე, გაგრაში იმყოფებოდა. იქ ისვენებდა ბატონი ლადოც. თავისუფალ დროს ერთად სეირნობდნენ. მორიგ ასეთ დღეს, მათ ჯიხურში გასაყიდად გამოტანილი, დაზგაზე გამოჩარხული ქაღალდის საჭრელი დანები უნახავთ. ლადოს უთქვამს, - არსენ, თქვენ ხომ ჩუქურთმა გიყვართ, ამ დანას თქვენი ორნამენტი როგორ დაამშვენებდაო. მამას ეს იდეა მოსწონებია, ბზის მასალისგან დამზადებული დანა უყიდია და მოგვიანებით, ასე შეიქმნა ჩუქურთმებით მოხატული მისი პირველი ნივთი. ამ მასალას „გემო რომ გაუსინჯა“, ძალიან მოეწონა და მას შემდეგ კოლხური ბზის მხატვრული დამუშავებით უამრავი ნივთი შექმნა. სხვათა შორის, ბზა უნიკალური მცენარეა. ის მხოლოდ აფხაზეთში იზრდება. სამწუხაროდ, მისი გავრცელების არეალი თანდათან მცირდება და დღესდღეობით „კოლხური ბზა“ „საქართველოს წითელ წიგნშია“ შეტანილი. მას ჭია არ ეკარება, წყალში იძირება და ამას ის დაუმუშავებელი ბზის მორიც ადასტურებს, რომელიც ქუთაისის სახლ-მუზეუმში გვაქვს. ექსპერტების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ იმ ბზას იესო ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 1000 წლით ადრე აქვს დაწყებული ზრდა, ასე რომ, შინ 3000 წლის ბზის მორი გვიდგას.
ბზა საკმაოდ მყიფე მასალა და ურთულესი სამუშაოა. მამა ამბობდა, მოფრთხილება და ფერება უნდაო. მისი დამუშავების სპეციალური ტექნოლოგია შექმნა. თავისი იარაღები ჰქონდა, ძირითადად „სატეხები“, ალმასის ბორები და სხვა სტომატოლოგიური ხელსაწყოები. სხვათა შორის, უწინ მამა თავის ნამუშევრებს არასდროს აწერდა ინიციალებსა და შექმნის თარიღს. ლადო გუდიაშვილის დამსახურებაა ისიც, რომ მისი რჩევის შემდეგ, ამის გაკეთებაც დაიწყო. განაგრძეთ კითხვა