როგორც გაირკვა, სახლის საფუძვლიანი დალაგება სირთულეს არ წარმოადგენს, თუ გეგმა სწორად გაქვთ შედგენილი.
1. სახლის დალაგებამდე თეთრეული სარეცხის მანქანაში შეყარეთ გასარეცხად. დალაგებამდე იგი გარეცხასაც მოასწრებს, გაშრობასაც და მის დაუთოებას მოახერხებთ.
2. სახლის დალაგება სამზარეულოდან დაიწყეთ. გაცხიმიანებულ ნივთებს (მაგალითად, გაზქურა, კაფელი) ცხიმის მოსაშორებელი საშუალება წაუსვით და ცოტა ხნის შემდეგ გაწმინდეთ. ჯერ გადაწმინდეთ მტვერი, დაასუფთავეთ თაროები, ნიჟარა და ბოლოს მოწმინდეთ იატაკი.
3. შემდეგი პუნქტი საძინებელია. მოაწესრიგეთ თეთრეული, სამოსი, გადაწმინდეთ თაროები. გასარეცხად გაამზადეთ ჭუჭყიანი ნივთები. მტვერსასრუტით კარგად გამოასუფთავეთ კუთხეები, საწოლის ქვეშ.
4. მისაღებ
5. სახლის დალაგება დაასრულეთ საპირფარეშოსა და შემოსასვლის დალაგებით. სველი ჩვრით გაწმინდეთ ფეხსაცმელების შესანახი თარო.
სააბაზანოში ჯერ გადმოალაგეთ ყველა სარეცხი და დასაბანი საშუალება, სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ კარადები, თაროები, კედლები, სააბაზანო, ტუალეტი, ონკანები. ახლა ისევ უკან დაალაგეთ გადმოლაგებული ნივთები.
ნივთების შენახვის სისტემა
ზამთრის ნივთები ზაფხულში და ზაფხულისა ზამთარში ისე შეინახეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ სეზონური სამოსის შელაგებაში.
ფეხსაცმელები გაწმინდეთ, ყუთებში მოათავსეთ და შენახვამდე მზეზე გაანიავეთ.
საჭირო ფეხსაცმელს ადვილად მიაგნებთ, თუ ყუთს დააწერთ, რომელ ფეხსაცმელს ინახავთ მასში.
ბეწვიანი ჩექმა ყუთში შენახვამდე ჯერ პოლიეთილენის პარკში ჩადეთ.
სახლის დალაგების მარტი რჩევები
ტუალეტის და ურნის გასარეცხად სასურველია ისეთი ჩვარი ან ღრუბელი გამოიყენოთ, რომელსაც შემდეგ გადააგდებთ
ურნის გარეცხვის შემდეგ გამოავლეთ მასში მდუღარე წყალი.
იატაკი, ნოხი
პარკეტის იატაკი მოწმინდეთ ნამიანი, მაგრამ არა სველი ტილოთი.
სინთეტიკურ ნოხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა არ დაზიანდეს, იგი მტვერსასრუტით უნდა გაწმინდოთ, ან თუ ნოტიო გაწმენდას აირჩევთ, ცივი წყალი გამოიყენეთ.
იმისათვის, რომ ნოხმა იატაკზე არ ისრიალოს და იატაკზე ნაკვალევი არ დატოვოს, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინეთ ნოხის შემაკავებელი ლენტი
ორი ნოხი ერთმანეთს არ დაშორდება, თუ ორმაგი სკოჩით მიამაგრებთ ერთმანეთს.
ნოხს ორივე მხრიდან უნდა გადაატაროთ მტვერსასრუტი.
ლაკწასმული ავეჯი რბილი ქსოვილით, მაგალითაც ძველი ნატით უნდა გაწმინდოთ.
ოთახის ყვავილები წვრილი ფოთლებით საშხაპეში გარეცხეთ და ცოტა ხანი სააბაზანოში ჩატოვეთ, რათა ქოთნიდან წყალი კარგად დაიწრიტოს.
როგორ დავკეცოთ და შევინახოთ ნივთები
1. პერანგებზე შეკარით ყველა ღილი და ისე დაკეცეთ.
2. მაისურები უკუღმა პირზე გადააბრუნეთ და ისე დაკეცეთ.
3. წინდები რულეტივით გადაახვიეთ და ნახატით ზედა მხარეს გადმოაბრუნეთ.
კომენტარები