რატომ მაგრდება ჩურჩხელები და როგორ დავალბოთ გამაგრებული ჩურჩხელა

ზამთარი ჩურჩხელის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნუგბარი სასარგებლოცაა, გემრიელიც და ტრადიციულიც. ოღონდ ერთი ნაკლი აქვს - დროთა განმავლობაში მაგრდება და შუა ზამთარში ზოგიერთი ისეთი გაქვავებულია, პრაქტიკულად, აღარ იჭმევა. როგორ დავალბოთ ჩურჩხელა და რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ჩურჩხელა რბილი რჩება, ზოგი კი ქვავდება?
მთავარი საიდუმლო იმ ბადაგშია, რისგანაც ჩურჩხელის ამოსავლები თათარა მზადდება. თუ ყურძნის წვენს, ანუ მომავალ ბადაგს, იმდენ ხანს ადუღებენ, რომ განახევრდეს, მისგან დამზადებული ჩურჩხელა არასოდეს გამაგრდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყურძნის წვენი განახევრებისთვის არ ემეტებათ, მითუმეტეს მათ, ვინც ამ ჩურჩხელების

გაყიდვას აპირებს. ამიტომ წვენი წამოდუღდება თუ არა, აჩერებენ დუღილს, ასე უფრო მეტი ბადაგი გამოსდით და მეტი ჩურჩხელაც ამოევლება. უმეტესობას სწორედ ასეთი ჩურჩელების ყიდვა გვიწევს. ამიტომ ადრე თუ გვიან, მისი დალბობაც დაგჭირდებათ.
ყველაზე ეფექტური ჩურჩხელის გათბობა-გაცხელებაა. შეაწყვეთ მიკროტალღურ ან ჩვეულებრივ აირღუმელში. გარედან რომ კარგად გაცხელდება, ის უკვე ბოლომდე დარბილებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას და ბუშტულები არ გაიკეთოს - ამ დროს გემოც შეეცვლება. თუ ღუმელის გაცხელება არ გიღირთ ერთი ჩურჩხელის გამო, შეიძლება ფოლგაში ან კულინარულ ცელოფანში გაახვიოთ მჭიდროდ და ცხელ წყალში ჩადოთ. წყალი შიგნით ვერ შეაღწევს, სამაგიეროდ მალე გაათბობს მას.
ახალ ამოვლებული ჩურჩელა რომ ძალიან არ გამაგრდეს, ჯერ მჭიდროდ გაახვიეთ სამზარეულოს წებოვან ცელოფანში და შემდეგ ტილოში. ასევე უკეთ ინახება ჩურჩხელა ხის სათავსოში.

 გთავაზობთ ჩვენი საიტის მკითხველების მიერ შემოთავაზებულ რჩევებსაც: 
*თუ გინდათ გამაგრებული ჩურჩხელა დალბეს, რამდენიმე დღე პურის ქვაბში შეინახეთ
*ბადაგს,თათარის გაკეთებისას,ქვაბში,გაცხელებამდე, დაუმატეთ გახეხილი უმი კვახი;რაც მეტი იქნება,მით უკეთესი. თავი სამოთხეში გეგონებათ,ისეთი ჩურჩხელები გამოგივათ
*გამშრალ ჩურჩხელას წაუსვით ბადაგი ,შეახვიეთ ტილოს ხელსახოცში და შეინახეთ გრილ სათავსოში.
*ახალი ამოვლებული ჩურჩხელა არ უნდა გამოშრეს გახმობამდე, 4-5 დღის შემდეგ ხელით უნდა წაესვას ხორბლის ფქვილი და შეთეთრებული ჩურჩხელა გაახვიეთ ჩაის ტილოში, შემდეგ პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ თავდახურულ ქვაბში.იდეალურად ინახება.

 

 

კომენტარები

ideodub 2024-10-16 16:42
Check ABG and serum electrolytes, BUN, and creatinine, and urine pH priligy review members
მერი 2024-01-29 19:54
კარგად ნადუღარ თათარაში ჩაუმატეთ ნამდვილი თაფლი, გემოც ძვირფასი აქვს ასეთ ჩურჩხელას და არც მაგრდება.
ნეკა ბაკურაძე 2024-01-29 18:43
ხურმის ჩირი როგორ დავარბილოთ?
მაიკო 2024-01-26 10:45
წყლის ორთქლის "აბაზანა" ???? ძალიან უხდება გამხმარ ჩურჩხელას.
ლევანი 2022-09-13 09:55
თუ გინდათ რომ ჩურჩხელა არ გამაგრდეს დროზე უნდა მიირთვად:)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები