საახალწლო სუფრა ჩირისა და ჩურჩეხელის გარეშე წარმოუდგენელია. ეს გემრიელობები ხომ შემოდგომა-ზამთრის სუფრის ნამდვილი მშვენებაა. რა თქმა უნდა, ეს ნატურალური ნუგბარიც ისევე ლამაზად უნდა იყოს სუფრაზე წარმოდგენილი, როგორც სალათები ან დესერტი. არადა, ხშირად ეს გამხმარი სასუსნავი ლამაზად არ გამოიყურება და ცოტა რთულია მათი "ლამაზ ფორმებში" მოქცევა. გთავაზობთ ფოტოიდეებს, თუ როგორ უნდა დააწყოთ და გააფორმოთ თეფშებსა და თუ ლანგრებზე ჩირეული და ჩურჩხელა.
სიგძეზე, ზოლებად განაწილებული ხმელი ხილი ლამაზიც არის და სტუმრისთვის არჩევანის შესათავაზებლად უფრო კომფორტული. თუმცა გაფორმების ეს ხერხი მაშინ გამოგადგებათ, როცა 3-4
ეს ყვავილისებური ხერხი მოხერხებული მაშინ, როცა ნაირნაირი, მაგრამ ცოტა რაოდენობით ჩირეული გაქვთ. როგორც წესი, ყიდვის დროსაც გვირჩევნია ცოტ-ცოტა და სხვადასხვა დასახელების ჩირი შევიძინოთ.
გაფორმების ეს სახე მოხერხებულია მაშინაც, როცა სახლში სხვადასხვა ჩირი გაქვთ და მაშინაც, თუ მხოლოდ 2 სახეობის მოგეძებნებათ.
ეს ფორმა ყველაზე მარტივია. განალაგეთ ჩირი წრიულად და ვერტიკალურად. ალაგ-ალაგ კი განსხვავებული ფერის ჩირი ჩაამატეთ. 3დ ეფექტი არქვს, არ მეთანხმებით?
ეს ნაქმდვილი ზამთრის ასორტია. ტყლაპის ორიგინალური ფორმით, ლამაზ ფორმებად დაჭრილი ჩურჩხელით და კომბინირებულია არამარტო ჩირთან, არამედ თხილთან, კაკალთან და ნუშთან ერთად. ეს მაგალითი ბევრნაირი ანალოგიით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თუ ორნაირი ან სამნაირი ფერის ჩურჩხელა გაქვთ, ეს ფორმა ყველაზე კარგი გამოსავალია
ამ ვარიანტშიც არის რაღაც ორიგინალურიც და პრაქტიკულიც
ეს ლანგარზე მომზადებული ჩურჩხელაა, რომელიც ერთ დღეში კეთდება ძაფისა და ჩამოკიდების გარეშე. თათარას ლანგარზე ასხამთ, ზედ ნიგვზის ლებნებს აწყობთ და რამდენიმე საათში აშრობთ. ძალიან ლამაზი ფორმა აქვს და ნამდვილად უხდება სუფრას.
ამ ვარიანტზე ჯერ კიდევ ასხმა-ამოვლებისას იზრუნეს. აშკარად პრაქტიკული გადაწყვეტილებაა სუფრისთვის. ასეთი ციცქნა ჩურჩხელების გაკეთებას დღესაც მოასწრებთ
კომენტარები