თითოეული კვადრატული მეტრის რაციონალურად ათვისების უნარი მთელი ხელოვნებაა. თანამედროვე ეპოქაში არსებობს ბევრი ხრიკი და საშუალება, რომელთა წყალობითაც შედარებით მარტივად ხერხდება შეზღუდული სივრცის მაქსიმალურად ფუნქციონალურად და კომფორტულად მოწყობა. ამჯერად ჩვენ შეგირჩიეთ მცირეგაბარიტიანი სახლისთვის საჭირო 10 ყველაზე საჭირო ნივთი.
ვინ არ ოცნებობს დიდ, ნათელ სახლზე, თუმცა რეალობა სულ სხვაა და ადამიანების უმეტესობას მცირეგაბარიტიან სახლში ცხოვრება და მასთან შეგუება უწევს. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და პატარა ზომის ბინა კარგად მიგვითითებს ხოლმე, რომელი ნივთებია ჩვენთვის აბსოლუტურად უსარგებლო და გვასწავლის მათ გარეშე ცხოვრებას.
მოკლედ, რა
უნდა იყოს მცირეგაბარიტიან სალხში.
1. მაგიდა ტრანსფორმერი ან ე.წ. მატრიოშკა
მთავარი მახასიათებელი, რაც აუცილებლად უნდა იყოს მცირეგაბარიტიან ბინაში არის მრავალფუნქციურობა. დღეს ბაზარზე ტრანსფორმერი მაგიდების უამრავი ვარიანტი არსებობს და სწორედ ამ მაგიდებიდან შერჩევა თქვენთვის საუკეთესო მოდელისა ნამდვილად გამართლებული იქნება. ეს ის ნივთი გახლავთ, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ.
2. კალათები
კალათები არა მარტო იმიტომ არის გამართლებული, რომ ის ძალიან პრაქტიკულია, მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი შესანახი სისტემების ორგანიზება, არამედ იმით, რომ ეს დეტალი თითქმის ყველა ინტერიერს ძალიან ჰარმონიულად ერწყმის და ქმნის განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და გარემოს.
3. პუფი
თუ პუფი არ გიყვართ, ე.ი. თქვენ ყველაფერი არ იცით მის სესახებ. აი, რატომ უნდა გქონდეთ სახლში პუფი: იმიტომ, რომ ის არის ლამაზი, პრაქტიკული, მობილური, მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შესანახი სისტემის, ჟურნალის მაგიდის, დამატებითი დასაჯდომის და ბოლოს, ფეხების დასადებად.
4. უჯრა საწოლის ქვეშ
ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ პატარა ზომის საძინებელი ისე, რომ მაქსიმალურად ბევრი შესანახი სისტემა გვქონდეს. ამ საუბარში აუცილებლად გაგვისვამს ხაზი საწოლის ქვეშ ორგანიზებულ უჯრაზე. ახლაც განვმეორდებით და გეტყვით, რომ ეს ძალიან კარგი ვარიანტია, პრაქტიკული და გამართლებული.
5. ღია საკიდი
ეს ნივთი, რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პატარა სივრცის ათვისებაში. თუმცა, არ არის აუცილებელი, ეს საკიდი იყოს აუცილებლად იატაკზე დასადგამი, მისი კედელში გაკეთებაც არის შესაძლებელი და დაგვერწმუნეთ, რომ ის ძალიან პრაქტიკულია და არავითარ შემთხვევაში ინანებთ, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეთ.
6. ყუთები
ყუთი უნივერსალური ორაგანაიზერია. ეს ძალიან კარგი საშუალებაა საბუთების, ქაღალდების, ფოტოებისა და ბევრი სხვა ნივთის შესანახად. დიდი ზომის ყუთები კი საერთოდ, შესაძლებელია პატარა მაგიდადაც კი გამოიყენოთ.
7. დაკიდული თაროები
ასეთი თაროები კიდევ მეტ აქტუალობას იძენს მაშინ, როდესაც იატაკზე ადგილი საერთოდ აღარ გვაქვს. ეს გახლავთ თაროების მსუბუქი, ელეგანტური სახეობა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ერგება.
8. ბარის გორგოლაჭებიანი მაგიდა
ასეთმა მაგიდებმა დიდი ხანია დაიპყრო დასავლეთი, სადაც მას ძალიან კარგად მოიხმარენ და ვფიქრობთ, დროა ასეთმა მაგიდამ ჩვენთანაც დაიმკვიდროს ადგილი.
9. წვრილი საკიდები
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ სად და როგორ უნდა დავტიოთ ტანსაცმელი სახლში, როდესაც ადგილი შეზღუდულია. ჰოდა, კიდევ ერთი რჩევა, აი, ასეთი თხელი საკიდები ძალიან პრაქტიკულია იმ მხრივ, რომ შედარებით ნაკლებ ადგილს იკავებს და უფრო მეტი ტანსაცმლის დაკიდება იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, საუბარია სტანდარტულ თხელ სამოსზე და არა სქელ პიჯაკებსა თუ ქურთუკებზე.
10. დიდი ზომის სარკე
სარკეს აქვს უნარი, სივრცე ვიზუალურად გაადიდოს, უფრო გაანათოს და გაალამაზოს. მაშინაც კი, თუ თქვენი ოთახი ძალიან პატარა ზომის არის, გირჩევთ სადმე მოათავსოთ დიდი ზომის სარკე და ამ პატარა ოთახს ვეღარ იცნობთ. ის აირეკლავს არა მხოლოდ თავად ოთახს, არამედ შუქსაც და ეფექტი ნამდვილად კარგი იქნება.