რომელი მატრასი ჯობს, ორთოპედიული თუ ანატომიური?

ყველაზე ხარისხიანად და სრულფასოვნად ადამიანი მწოლიარე მდგომარეობაში ისვენებს, როდესაც სხეული დუნდება და საკუთარ წონას ვერ შევიგრძნობთ. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კომფორტულ პოზაში ვართ. საამისოდ კი მნიშვნელოვანია მოვკალათდეთ მაქსიმალურად კომფორტულ მატრასზე.
და აი, სწორედ ასმის ორი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელი მატრასი სჯობს, ორთოპედიული თუ ანატომიური?

როგორი მატრასები არსებობს?
მატრასის ისტორია კაცობრიობის ისტორიაზე ბევრად ხანმოკლეა. ადამიანი, რაღა თქმა უნდა, მაქსიმალურად არიდებდა თავს მხოლდ მიწაზე ან ქვებზე წოლას, ეძებდა საშუალებას, რამე დაეფინა სხეულსა და მიწას შორის. გავიდა ხანი და საფენის დამზადება საკუთარი
ხელით ისწავლა. თავდაპირველად ეს იყო ხმელი ბალახი, მოგვიანებით ცხოველის ტყავი და ბოლოს ტომარა, რომელშიც რამის მოთავსება შეიძლებოდა. აი ასე, თანდათანობით შეიქმნა მატრასი.
დღევანდელი მატრასი კი რთული ტექნოლოგიური აღჭურვილობაა, რომელიც ორიენტირებულია გარკვეული ფუნქციების შესრულებაზე. ამ აღჭურვილობის საბოლოო ფუნქციაა, ადამიანის ძილი უფრო კომფორტული გახადოს. მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირები არსებობენ - მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ჯანმრთელები და გარკვეული დაავადებებით. ყველასთვის ერთი ტიპის მატრასის მორგება ძალიან გაჭირდებოდა, ამიტომ გამოიგონეს სხვადასხვანაირი მატრასი.
არსებობს ორთოპედიული და ანატომიურლი მატრასები. ანატომიური ძალიან მალე იღებს ადამიანის ფორმას. როდესაც ადამიანი მასზე წვება სხეულის ყველა ნაწილი თავის ფორმას პოულობს და ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

ორთოპედიული მატრასი კი თანაბრად ანაწილებს ადამიანის სხეულის მასას და საგრძნობლად ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მსგავსი ტიპის მატრასი განკუთვნილია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სამკურნალოდ. ასევე სასურველია მისის გამოყენება სქოლიოზის პროფილაქტიკის მიზნით.

ეს მატრასები თავის მხრივ ორ ტიპად იყოფა, ზამბარებიანი და ზამბარების გარეშე. ზამბარები კი არსებობს დამოკიდებული და არადამოკიდებული. თითოეულ მატრასს გააჩნია სხეულის დამახსოვრების უნარი, რასაც ის ლატექსის ხარჯზე აკეთებს.
მატრასის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ პირველ რიგში საკუთარ სხეულს, ჩვევებს. რა თქმა უნდა, ფასს და ხარისხსაც. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციებიც.

თუმცა არსებობს ზოგადი რჩევები, რომელიც კარგია, რომ ვიცოდეთ. კერძოდ,13 წლამდე ბავშვს უმჯობესია მაგარი მატრასი შევურჩიოთ. 13 წლიდან შეიძლება ცოტა შევურბილოთ, 25 წლის ასაკში კი საკუთარ წონაზე უნდა ორიენტირდეთ. ვინც 55 კგ-ზე ნაკლებს იწონის, შეუძლია რბილი მატრასით ისარგებლოს, 55-დან 90კგ-მდე საშუალო სიმაგრის მატრასი მოუხდება, 90 კგ-ს ზემოთ, რა თქმა უნდა, მაგარი უნდა შეირჩეს.
ასევე უნდა იცოდეთ ალერგიის შესახებ და თუ ალერგიული ბრძანდებით შეიძინეთ ჰიპოალერგიული სახეობა.
ძალიან მნიშვნელოვანია ზომაც, მატრასი ზუსტად საწოლის ზომის უნდა იყოს.

სასურველია იცოდეთ, რა შემადგენლობის არის მატრასის შიგთავსი.
აი, რამდენიმე პოპულარული შიგთავსის თვისებები.

ლატექსი
დამზადებულია კაუჩუკის ხის გადამუშავებული წვენისგან.
თანაბრად ანაწილებს სხეულის მასას
ანტიბაქტერიული შემადგენლობა ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
აქვს ალერგიის დაბალი რისკი
არის ჰიგიენური, არ იღებს სუნს
შეიძლება გემსახუროთ 30 წელი

ქოქოსის შიგთავსი
ნატურალური პროდუქტი
არ ლპება
არ იწვევს ალერგიას
დრეკადია
ანტიბაქტერიული

ნატურალური მასლა - შალი (მატყლი)
კარგად იწოვს ტენს
სუნთქავს
არეგულირებს სითბოს
აქვს სამკურნალო თვისებები
არ იღებს სუნს

მატრასის ყიდვის დროს აუცილებლად უნდა გავეცნოთ მის მახასიათებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები