როგორ შევინახოთ ველოსიპედი ბინაში - საინტერესო იდეები

ბევრს შექმნია პრობლემა იმასთან დაკავშირებით, სად შეიძლება დააბინავოს საყვარელი ნივთი სახლში საიმედოდ, რომ არც ხელი შეუიშალოს და არც დაუზიანდეს. როგორ უნდა მოიქცეთ?
დავიწყოთ იმით, რომ სანამ ამ ველოსიპედს შეიძენთ, უკვე უნდა იცოდეთ, სავარაუდოდ მაინც, სად დააბინავებთ შენაძენს. თუ თქვებნ ბინა ძალიან პატარაა, დასაკეც მოდელზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
მექანიზმი იგივეა, მთავარი პრინციპი კი ის გახლავთ, რომ მისი შენახვა ბევრად გაგიმარტივდებათ, ბოლოსდაბოლოს, შეგიძლიათ კარადაში მოათავსოთ. გარდა ამისა დასაკეცი მოდელი ლიფტით სარგებლობისთვისაც ბევრად მოსახერხებელია.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თუ სატრანსპორტო საშუალების შენახვა გარეთ
გიწევთ, ყინვაში, იმ მასალაზეც უნდა დაფიქრდეთ, რისგანაც არის დამზადებული. უმჯობესია ალუმინი იყოს, ის არ ჟანგდება.
ჰიდრავლიკის მუხრუჭები ყინვაში შესაძლოა დაზიანდეს.

რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება მოათავსოთ თქვენი რკინის მეგბარი, გთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტს.
აივანი ძალიან კარგი ადგილია, თუმცა ეს ვარიანტი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში გამოგადგებათ, ზამთრისთვის ღია აივნის ამ მიზნით გამოყენებას არ გირჩევთ.

სულ სხვა საქმეა ლოჯია, ანუ დახურული სივრცე, ამ შემთხვევაში ბაიკი თამამად შეგიძლიათ შეინახოთ აივანზე ზამთარშიც კი. ის შეგიძლიათ დაკიდოთ ჭერში, მიაყუდოთ კედელზე ან დადოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

ასევე შეგიძლიათ გამოყოთ ადგილი გარდერობის ოთახში ან კარადაში. ჯობს რემონტის დროს ეს მომენტი თავიდანვე გაითვალისწინოთ.
თუ შემოსასვლელი განიერი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ნივთი იქ დააბინავოთ.


ყველაზე ხელმისაწვდომ და მოხერხებულ ადგილად კი მაინც სადარბაზო ითვლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები