როგორ გავაგრილოთ სახლი, თუ კონდიციონერი არ გვაქვს

გარეთ ძალიან ცხელა, შესაბამისად - სახლშიც. როგორ მოვიქცეთ, როგორ გავაგრილოთ ჩვენი საცხოვრებელი სახლი, თუ, მით უმეტეს, სახლში კონდიციონერი არ გვაქვს?

ჩამოაფარეთ ფარდები
არასასურველი სიცხის თითქმს 30% ჩვენს სახლებში ფანჯრებიდან შემოდის. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ ჩამოაფაროთ სქელი ფარდები.

დახურეთ კარები
თუ გსურთ, რომ სახლში სიგრილე შეინარჩუნოთ, დახურეთ კარები დილით, საღამოთი კი გააღეთ ყველა კარი, შემოსასვლელი კარის გარდა, რა თქმა უნდა.

სწორად გაანიავეთ ოთახი
ოთახი მხოლოდ დილით ადრე ან გვიან საღამოს გაანიავეთ, რომ გრილი ჰაერი შემოვიდეს და არა ცხელი. 


გამოცვალეთ ლოგინის თეთრეული

ზაფხულის ცხელი დღეებისთვის ყველაზე სასურველი და კომფორტული ქსოვილი
ნატურალური ბამბაა.

შეცვალეთ ნათურები

თუ ეკონომიური ნათურები ჯერ კიდევ არ დაგიყენებიათ, ახლა სწორედ შეცვლის დროა.

მოაშორეთ ხალიჩები

იატაკზე სიარული ზაფხულში ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ხალიჩაზე. გარდა ამისა ზაფხულში ხალიჩაში ბევრად მეტი მტვერი გროვდება, ვიდრე წელიწადის რომელიმე სხვა დროს.

იშვიათად გამოიყენეთ ტექნიკა

ტექნიკა - კომპიუტერი, უთო, ტელევიზორი და ა.შ. სითბოს გამოყოფს, ამიტომ, თუ აუცილებელი არ არის, ეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ.

დაატენიანეთ ჰაერი

თუ გაქვთ ჰაერის დამატენიანებელი, ეცადეთ ხშირად გამოიყენოთ ხოლმე. ის მოგაშორებთ მიკრობებს და გაგიწმენდთ ჰაერს.

მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი
რაც ნაკლებად ამზადებთ, მით ნაკლებად აცხელებთ სახლს. ამიტომ უპირატესობა ცოცხალ პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

დაიძინეთ იატაკზე

ცივი ჰაერი დაბლა გროვდება, თბილი - მაღლა, ამიტომ, თუ ძალიან დაგცხათ, იატაკზე დაიძინეთ.

კომენტარები

eeeeex 2022-07-17 07:26
რჩევაა იტირებ
ოთარი 2022-07-14 12:35
აუ რა გადარჩენილები ვართ! სიცხე საერთოდ დაივიწყეთ ხალხო! :)))))))))
tedo 2022-07-08 02:28
ამდენი ,,ნიჭიერი " და ,,ნოვატორი " სად იყრით თავს - გასაკვირია პირდაპირ . ეს რომ არ წამეკითხა , ხომ დავიწვებოდი ამ ზაფხულში ?! :) - რა გვეშველება , რა გვეშველება (((((((

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები