როგორი ნაძვის ხეა ტრენდული მომავალი წლის დასახვედრად და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლისთვის?

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წელი შავი კურდღლის წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაძვის ხის მორთვის დროს უნდა დომინირებდეს შავი ფერი. თუმცა ამ ფერის განეიტრალება სხვადასხვა დეტალით არის შესაძლებელი, მაგალითად, ცისფერი ან ვერცხლისფერი სათამაშოებით. ეს წყლის სტიქიის ფერებია, რომელიც ძალიან კარგად ერწყმის შავ ფერს.
ნაძვის ხის მორთვას სახლში საახალწლო, საზეიმო განწყობის შემოსვლა მოჰყვება. ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სათანადოდ უნდა დავხვდეთ, შესაბამისი აქსესუარებითა და კერძებით. 2023 წელი შავი კურდღლის წელი რომ არის, უკვე აღვნიშნეთ, ახლა ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ამ წელს
შავი ფერი.

რომელი ფერები გამოვიყენოთ ნაძვის ხის მოსართავად?
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ფერთა შეხამება, რომელიც საბოლოო ჯამში, უკვე მზა კომპოზიციაში, ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს.

ნაძვის ხის სათამაშოების ფერები ორი კომპონენტის გათვალისწინებით ირჩევა:
  • წლის ფერი
  • სტიქიისა და სიმბოლოს ფერი


ნაძვის ხის მორთვის დროს შავი და ლურჯი ფერი სხვა ფერებით რომ უნდა განეიტრალდეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. რომელი ფერები უნდა შევუხამოთ ერთმანეთს?
  • შავი ძალიან კარგად ერწყმის ვარდისფერს, ნარინჯისფერს, წითელს, კონტრასტულ თეთრსა და იისფერს.
  • ცისფერი მეგობრობს კრემისფერთან, ოქროსფერთან, ვერცხლისფერთან, ყვითელთან და ვარდისფერთან.
  • ლურჯი კი - სალათისფერთან, იასამნისფერთან, ოქროსფერთან, ყავისფერთან, ნაცრისფერთან და თეთრთან.

თუ გადაწყვიტეთ, ნაძვის ხე მოკრძალებულ სტილში, შავ ფერში გააფორმოთ, გადახედეთ კეთილშობილურ ფერთა შეხამებებს: შავი-თეთრი - ოქროსფერი. ეს ფერები ერთმანეთს ავსებენ და აძლევენ საშუალებას ნაძვის ხეს, გამოიყურებოდეს დახვეწილად და ტრენდულად.

ახალი წლის ხის მოსართავად კომბინაციები უნდა გაუკეთდეს როგორც ფერებს, ისე სათამაშოებს.
ნაძვის ხის მორთვა სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი

წრიული მეთოდი



ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უპრეტენზიო მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას და ძალისხმევას. ნაძვის ხის ფორმის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ პროპორციების დაცვა: დიდი სათამაშოები განათავსეთ ნაძვის ხის ბოლოში, შედარებით პატარა ზომის კი - თავში. სათამაშოების სიმრავლე დამოკიდებულია ნაძვის ხის ზომაზე.

სპირალისებური მეთოდი


ესეც ნაძვის ხის მორთვის კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა. სათამაშოები, წვიმები და სხვა აქსესუარები უნდა განთავსდეს ზემოდან ქვემოთ. როგორ გამოვიყენოთ სპირალისებური მეთოდი? ამ დროს გამოიყენება: მძივები, წვიმები, სერპანტინი, გირლანდები და ბაფთები.
ყველაფერი ეს განთავსებულია წრეზე, სპირალისებურად, ზემოდან ქვემოთ. ცარიელი ადგილები ივსება სათამაშო ბურთებით და სხვადასხვა აქსესუარით.

ვერტიკალური განლაგება


ნაძვის ხის სათამაშოების ვერტიკალური განლაგება განსაკუთრებით მაღალ ნაძვის ხეებს ამშვენებს. დაბალ ხეზე ეს სტილი არ არის ისეთი ეფექტური. ამ შემთხვევაშიც მთავარი არის გირლანდები და წვიმები. უნდა განვათავსოთ ზემოდან ქვემოთ, ისე, თითქოს ვარდება. დარჩენილ ცარიელ ადგილებს ვავსებთ სათამაშოებითა და ბაფთებით.

რით უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე

სანამ ნაძვის ხის მორთვას დაიწყებდეთ, ჯერ ყველაფერი უნდა მოიმარაგოთ და მოამზადოთ, იქნება ეს წვიმები, გირლანდები, მძივები, სათამაშოები თუ სხვა დეტალები. უმჯობესია საყიდელი ნივთების სია ჩამოწეროთ, საბოლოოდ ხე უნდა გამოვიდეს ჰარმონიულად მორთული, დახვეწილი.

გირლანდები შეიძლება იყოს სხვადასხვა ან ერთი ფერის. შავი კურდღლის წელში გირჩევთ არჩევანი ერთი ფერის განათებაზე გააკეთოთ.

ბურთები - კლასიკა

2023 წლის დახვეწილი, ელეგანტური ნაძვის ხის ლამაზი ბურთების გარეშე წარმოდგენა რთულია. სათამაშო ბურთი შეიძლება იყოს როგორც შუშის, ისე პლასტმასის. თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ, უმჯობესია შუშის სათამაშოებისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, რომ პლასტმასის ანალოგებიც ძალიან ლამაზად გამოიყურება და ბევრად იაფიც ღირს.

ნაძვის ხის ბურთები უნივერსალური ატრიბუტია, რომელიც უხდება სხვა სათამაშოებსაც და დამოუკიდებლადაც ძალიან ეფექტურია. ასე რომ, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ნაძვის ხე მარტო ბურთებით მორთოთ, გამოიყენოთ სხვადასხვა ფერი და ზომა.

სხვადასხვა ფიგურა

დღესდღეობით ნაძვის ხის მოსართავად შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი ფორმისა და ფერის აქსესუარი, მთავარი პრინციპი, როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, გახლავთ ის, რომ საბოლოოდ მიიღოთ ფერადი და ჰარმონიული კომპოზიცია.

ხელნაკეთი ელემენტები



აქტუალობას არასდროს კარგავს ხელნაკეთი დეტალები, რომელიც ასევე ძალიან ეფექტურად გამოიყურება ხოლმე. ასეთი ნივთების დამზადება საკუთარი ხელით არის შესაძლებელი და ოჯახის წევრების დახმარებითაც, გამოდის ბევრად თბილი და საყვარელი. სათამაშოების დასამზადებლად გამოიყენება მუყაო, ქაღალდი, ფერადი ძაფები, სხვადასხვა ქსოვილი, ლასკუტები, ხე, ხილი, კანფეტები და ა.შ. მართალია, სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადებას დასჭირდება საკმაოდ დრო და დიდი ძალისხმევა, თუმცა მიიღებთ უნიკალურ, ექსკლუზიურ ნივთს.

როგორ შევინარჩუნოთ ნაძვის ხე დიდხანს

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ცოცხალ ნაძვის ხეებზე, რომლებიც იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება.
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მისი შერჩევის დროს, არის წიწვები, რომელიც უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის. თუ წიწვს სიყვითლე დაჰყვება, ის აუცილებლად მალე ჩამოცვივა.

ნაძვს ხის ფეხი უნდა იყოს სქელი და მყარი.

ასევე ტოტები უნდა იყოს საკმაოდ სქელი და მყარი, სათამაშოების სიმძიმეს რომ გაუძლოს.
არ მოათავსოთ ცოცხალი ნაძვის ხე სითბოსთან, ანუ რადიატორთან ახლოს, არც პირდაპირ მზის სხივებთან.

კომენტარები

ბექა 2022-11-16 15:28
საქმე გამოლეული ქვეყანაააა
ლუკა 2022-11-14 16:04
ვაა, ნაძვის ხის სპეციალისტიც გვყოლია! შენ მასწავლე ეხლა როგორ მოვრთო დავერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად დავკიდო სათამაშო. უსაქმური........
სოსო 2022-11-12 10:28
შავი რა პანაშვიდია?.

კომენტარის დამატება