თქვენც ხომ არ გაქვთ ეს ჭურჭელი? - საბჭოთა პერიოდის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ძვირად იყიდება

კარგად თუ დაათვალიერებთ ბებიის ნაქონ ნივთებს, ჭურჭელს, სარდაფშიც არ დაიზარებთ საძიებო სამუშაოების ჩატარებას, შესაძლოა მართლა გამდიდრდეთ, რადგან მაშინდელი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ზოგიერთი ჭურჭელი ძალიან ძვირად იყიდება.


კარგი ჩაის სერვიზი, ბროლი და ფაიფური ძველ დროშიც ძვირი ღირდა და შეძლებული ადამიანების ოჯახებში მოიძებნებოდა. ასეთ ჭურჭელს ჩვენი ბებიები ძალიან უფრთხილდებოდნენ და იშვიათად ხმარობდნენ. როგორც წესი, ჭურჭელი ხელუხლებელი ძველ ბუფეტსა თუ სერვანტში ინახებოდა. ამიტომაც არის, რომ დღესაც კი, თუ ასეთი ჭურჭელი ვინმეს შემორჩა, სულ ახალივით გამოიყურება.

ჭურჭელი ფასდება არა მხოლოდ სიძველით, არამედ იმის მიხედვით,
რამდენად იშვიათი და უნიკალურია.
რაც შეეხება სასადილო სერვიზებს, ფასს ამ შემთხვევაში განსაზღვრავს ხარისხი, უნდა იყოს ფაიფური და მწარმოებელი ქარხანა უნდა იყოს ძალიან ცნობილი. მაგალითად, ყველას სმენია კუზნეცოვის სერვიზი, ასევე ლენინგრადის ქარხნის სერვიზი.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველა ქალბატონის საოცნებო მადონას სერვიზს, მას სხვადასხვანაირად აფასებენ. ის შესაძლოა ღირდეს რამდენიმე ათასი ან ასეული დოლარი. მისი შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ასაკი, მდგომარეობა და კომპლექტაცია.
მადონას ის სერვიზები, რომელიც 70-იან წლებში დიდი ტირაჟით გამოდიოდა, არც ისე ძვირად ფასობს.



რაც შეეხება ბროლს, ძალიან მოთხოვნადია საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული წითელი და ლურჯი ბროლი.
ასევე კარგად იყიდება შესაბამის ინტერნეტჯგუფებში თუ ონლაინგაყიდვების საიტებზე, დანა-ჩანგლის და კოვზების კომპლექტი და ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ სრული კომპლექტი.

კომენტარები

ნინის 2023-09-14 22:42
მერე ვინ გაძალებს, შენ პლასტმასის
ერთჯერადები შეიძინე....
სიმონას 2023-09-14 10:31
ყველაფრის პოლიტიზირება არ შეიძლება. მაგრამ თქვენი ტვინი მაგის იქით ვერ მიდის. საკუთარი მშობლებიც გეჯავრებათ, სსრკ-ში რომ დაიბადნენ. ქვეყანა თავზე გემხობათ.
მალუ 2023-09-13 13:56
ფაიფურს რომ ამჯობინებ მინას და პლასტმასს უკვე გასაგებია საიდან მოდიხარ. ისე , ცნობბისთვის იტალია. ჩეხეთი და მთელი ევროპა მაგას ხმარობს და არა პლასტმასს....იციან ფასი...აი შენ სადაც გაიზარდე და რა გარემოშიც სიმონიკა ისეთი გემოვნებაც გაქვს.????
ნინი 2023-09-13 11:06
ვის რაში ჭირდება ეს ნაგავი?
სიმონა-ს-ს 2023-07-14 10:57
სიმონა სახელია და არა შეურაცხყოფა რომ იცოდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები