დეტალი, რომლის გამოც სახლში ხანძრის რისკი მაღალია და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სახ­ლში ხან­ძა­რი, თუ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მორ­თუ­ლი გვაქვს დე­ნის წყა­რო­დან და სხვა საფრ­თხე­ე­ბის მი­მარ­თაც ყუ­რა­დღე­ბით ვართ?

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ხან­ძრე­ბის მი­ზე­ზი რო­გორც და­უ­დევ­რო­ბა (ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი ან სი­გა­რე­ტი, ჩარ­თუ­ლი გაზი თუ სხვა), ისე შიდა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ელექტრო­სა­დე­ნე­ბია, რო­მელ­თა პე­რი­ო­დუ­ლად შეც­ვლაც დიდ საფრ­თხეს აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან.

ელექტრო­სა­დე­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, სხვე­ნებ­ში გა­დის, მათი დიდი ნა­წი­ლი კი ხის მა­სა­ლის­გან არის აშე­ნე­ბუ­ლი. მათი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ცე­ცხლი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ერთი მხრივ, საფრ­თხეს უქ­მნის მა­ცხოვ­რებ­ლებს და მე­ო­რე მხრივ, ნად­გურ­დე­ბა მათი კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა. დამ­წვა­რი სახ­ლის
აღ­დგე­ნა ხან­და­ხან შე­უძ­ლე­ბე­ლიც ხდე­ბა.

რო­გორც „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა თუ ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის ხა­რისხს, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ სა­დე­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს.

„ძა­ლი­ან დიდი შან­სია, მოძ­ვე­ლე­ბულ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვი­ოს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის თით­ქმის 90%-ში კი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სახ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი შიდა ელექტრო­ქ­სე­ლი "ენერ­გო-პრო ჯო­ჯი­ას“ არ ეკუთ­ვნის, შე­სა­ბა­მი­სად, და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ებს ვერ აწარ­მო­ებს, ამი­ტო­მაც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია.

რო­გორ და­ვი­ზღვი­ოთ თავი ხან­ძრის საფრ­თხის­გან და გავ­მარ­თოთ გაყ­ვა­ნი­ლო­ბა? განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

მოქალაქე 2023-08-20 19:47
ენერგო-პრო-გორგია არასოდეს არაფერზე აგებს პასუხს! არა ერთხელ ძაბვის მოვარდნის შემთხვევაში, რაც მუდმივად ტექნიკის დაზიანებას იწვევს, არსოდეს პასუხისმგებლობა არ აუღია - პასუხი ასეთი მივიღე, თუ არ მოგწონვართ, კომპანია შეიცვალეო. ეს არის ქართული ბიზნესი - ყველაფერში მონოპოლია, არჩევანი და სამართალი არ არსებობს, სამწუხაროდ. ეს არის ფულის შოვნა ქართულად!

კომენტარის დამატება