თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე 300%-ით გაიზარდა - რა ხდება აბასთუმანში

საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევაში მოხვდა. რიცხვებში გამოსახულ არსებულ პრობლემაზე "ამერიკის ხმა" წერს.

გამოცემის ცნობით, დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება: 36%-ს ფილტვის კიბო ემართება, 34%-ს ინსულტი, 27%-ს გულის დაავადებები, 35%-ს კი ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

საქართველოში კი ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში
(ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია.

ის ფაქტი, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ერთობლივ ინიციატივაზე წერს.

ინიციატივას „ისუნთქე სიცოცხლე“ Breathe Life 2030 ჰქვია და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ინფორმაციით უფასოდ ეხმარება ნებისმიერ მსურველს: ინდივიდს, ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ადგილობრივ/ქვეყნის ლიდერებს.

Unicef-მა 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. "დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს" - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი.

თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ნოემბრის ბოლოს ჩატარდა. მაშინ დედაქალაქში რამდენიმე ძეგლს პირბადეები გაუკეთეს. ამ აქციას თბილისის მერიის მხრიდან თავიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მოგვიანებით კი თბილისის მერმა კახა კალაძემ აქცია-პერფორმანსს "კრეატიული"უწოდა.

imedinews.ge

კომენტარები

maia 2018-07-13 14:08
netav vinme ty aris saqartveloshi romelic am sashinel realobas ar etanxmeba.katastrofis cinashe vdgevart bavshvebisatbis agarc ezoebia agarc simcvane da agarc sasyntki jangbadi.samagierot saxlebi da korpysebi xom gvishendeba bevri
არჩილი 2018-07-13 11:52
ვინ უწიგნური და უვიცი აქვეყნებს ასეთ ინფორმაციებს. სად გაგონილა აბასთუმანში ნორმაზე მეტად დაბინძურებააო, იქ დღეში ათი მანქანა თუ გაივლის. ქარხან იქ არ არის და შახტები. 1300 მეტრის
სიმაღლეზე, წიწვოვან
ი ტყის ზონაში რა დაბინძურებაზეა საუბარი?აბასტუმანს ადარებთ ქალაქ ბონს სადაც მილიონობით ავტომობილი დადის ასეთი უვიცობა და უტვინობა ...... ეს ისეთივე ვაი სპეციალისტის დაწერილია, როგორც გუშინ ტელევიზიით ჟურნალისტმა განაცხადა -- ლეჩხუმში 350000 ჰექტარზეა ხანძარიო. ჟურნალისი, რომელიც 3 ჰექტარსა და 350.000 ჰექტარს შორის სხვაობას ვერ ხედავს ტელევიზიაში კი არა ჩუმათელეთის გზაზე არსებულ ტუალეტთან უნდა დასვა 30 თეთრის ასაკრეფად
Georgia 2018-07-11 09:53
გაიზრდებოდა, აბა რა იქნებოდა, თუ სადმე კართი მანქანა იყო, გადასაგდები, ყველა აქ ჩამოათრიეს და ტუალეტშიც მანქანით დადიან ... ორ-ორი და სამ-სამი ჰყავთ სახლში ...
ხათუნა 2018-07-09 12:15
ვინც ეს მასალა მოამზადა თვითონ თუ გაერკვა რა დაწერა !!!!???? ასე არპროფესიონალიზმი ყვაოდეს სადმე არა მგონია ((((((
ზაზა 2018-07-07 09:13
აკრდძალეტთ კატალიზატორის გატანა.

კომენტარის დამატება