დაათვალიერეთ, როგორი იქნება თბილისის ახალი პარკი, რომელიც ყოფილ იპოდრომზე გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას პარკის დეტალური გეგმა წარუდგინა. პროექტი მართლაც შთაბეჭდავია. მასზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება, ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. პარკის მშენებლობას სრულად დააფინანსებს "ქართუ".
პროექტის მიხედვით ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო
სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.
პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს თბილისის მომავალი ცენტრალური პარკის პროექტიდან:























კომენტარის დამატება