იატაკის დათბობა სახლში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გათბობის სისტემისთვის. ასე თქვენ ზამთარში გაცილებით ნაკლები ხარჯის გაღება მოგიწევთ. სწორედ იატაკია სახლის ის ნაწილი, რომლიდანაც გაედინება სითბო და სწორედ ის საჭიროებს დამატებით გათბობას. ეს მარტივი ფიზიკაა, მეტი არაფერი.
სწორედ ამიტომ არის საჭირო თბოიზოლაცია. როგორ შეიძლება ამის გაკეთბა საკუთარი ხელით?
რა დაგჭირდებათ იატაკის თბოიზოლაციისთვის?
იატაკის დასათბობად არსებობს რამდენიმე სახის მასალა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება არა მარტო ფიზიკური თვისებებით, არამედ ფასითაც.
თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული ამ პროცესით, მაშინ უნდა გადახედოთ სტატიას და შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო საშუალება.
მინერალური ბამბა
მინერალური ბამბა იატაკის დათბობის ძალიან ეფექტური და იაფი საშუალებაა, თუმცა ღია მდგომარეობაში ის ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ასევე დროთა განმავლობაში ის პირვანდელ სახეს და ეფექტურობასაც.
ამ მასალის პლუსებია:
- დათბობის მაღალი მაჩვენებელი.
- ხმის და სითბოს იზოლაცია.
- მასალის სიმკვრივიდან გამომდინარე, მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივია.
- კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას.
- მონტაჟს არ ჭირდება სპეციალური ინსტრუმენტები.
- მასთან მუშაობა საკმაოდ მარტივია.
- დიდ წინააღმდეგობას უწევს წვას.
მინუსებიდან კი აღსანიშნავია:
- იწოვს ნესტს, რაც დროთა განმავლობაში მას პირვანდელ სახეს უკარგავს.
- მისი მონტაჟის დროს უნდა გამოიყენოთ დამატებითი დამცავი მექანიზმი, რათა საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას.
კერამზიტი
კერამზიტი დათბობის ის საშუალებაა, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება მრავალსართულიან სახლებში, თუმცა კერძო სახლის შემთხვევაშიც ძალიან კარგად არის შესაძლებელი მისი გამოყენება.
კერამზიტი შედგება თიხის გრანულებისაგან, რომლებიც გამოირჩევა მაღალი მექანიკური მდგრადობითა და თბოიზოლაციით. სახლის კერამზიტით სრულფასოვანი დათბობა ითვალისწონებს სხვადასხვა ფრაქციის მასალის გამოყენებას, რაც თავისუფალი ადგილების საფუძვლიანად შევსების გარანტიას იძლევა.
ამ მასალის პლუსებია:
- თბოიზოლაციის მაღალი მახასიათებელი,
- საძირკველზე ნაკლები ზეწოლა,
- ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მდგრადობა,
- მარტივი მონტაჟი,
- დაბალი ფასი.
მისი უარყოფითი მხარე კი გახლავთ ის, რომ კარგად იწოვს წყალს და მისის ფენის მინიმალური სისქე საკმაოდ მაღალი, მინიმუმ 10 სმ.
პენოპლასტი
ამ მასალით სახლის იატაკის დათბობით, მისი ფასიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანია დაინტერესებული. პროცესიც საკმაოდ მარტივია. ამასთან, პენოპლასტი ძალიან ეფექტურად ათბობს. მასალის 98 პროცენტი ჰაერისგან შედგება, რაც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამ მასალით სახლის დათბობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ დარწმუნებულნი ხართ, რომ არ არსებობს მღრღნელების გაჩენის საშიშროება.
პენოპლასტის პლუსებია:
- დაბალი ფასი,
- მარტივი მონტაჟი,
- ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მდგრადობა,
- მდგრადობა ობისა და სოკოს მიმართ.
მისი მინუსები კი გახლავთ:
- არის ადვილად აალებადი,
- ფაქიზი, ვერ ეგუება წებოსა და ლაქს,
- დაბალი აქვს ხმის იზოლაცია
- ჭირდება სპეციალური დაცვა მღრღნელებისგან.
ვერმიკულიტი
ეს გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც იპრესება კარბონატებით ან სილიკატებით. მასალა გამოირჩევა ძლიერი მდგრადობით, თუმცა, ამასთანავე, ინარჩუნებს სიმსუბუქეს.
მისი დადებითი მხარეებია:
- ეკოლოგიურობა,
- მდგრადობა,
- კარგად იტანს ტეპმერატურის ცვალებადობას,
- არის ძალიან თხელი,
- არის ძალიან გამძლე.
კომენტარები