რა საფრთხის წინაშე დგას თბილისი - ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი მოსახლეობას და მთავრობას აფრთხილებს


ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და, თუმ­ცა სამ შემ­თხვე­ვა­ში ის მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც იგ­რძნო და საკ­მა­ოდ შეშ­ფოთ­და. ერთ-ერთი ბოლო მი­წისძვრა 5 თე­ბერ­ვალს სომ­ხეთ­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ იგ­რძნო­ბო­და.

გახ­შირ­და თუ არა მი­წისძვრე­ბი და რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია ეს? - ამ თე­მა­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­ნი­უ­სის" ეთერ­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სე­ის­მო­ლოგ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ისა­უბ­რა. მისი თქმით, არასწორი მშენებლობების გამო თბილისი დიდი საფრთხის წინაშე დგას.
" სომ­ხეთ­ში 5 თე­ბერ­ვალს, 5.3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა, ეს იყო და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნგრე­ვა
არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, 5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა რომ თბი­ლის­ში მოხ­დეს, აი მა­შინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქ­მე.
2002 წელს 4.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა აღ­მოჩ­ნდა და­მან­გრე­ვე­ლი თბი­ლი­სის­თვის, როცა ამ­დე­ნი კორ­პუ­სი და ასე­თი ცუდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ იყო ამ ქა­ლაქ­ში. არას­დროს არ მით­ქვამს ასე ხე­ლა­ღე­ბით, მაგ­რამ უკვე ჩემს პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მთავ­რო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო: ის რაც ხდე­ბა ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სივ­რცე­ში, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია ამ ქვეყ­ნის­თვის. ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით! ძა­ლი­ან მინ­და ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს. ძა­ლი­ან გთხოვთ, გაფრ­თხილ­დით!" - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ "პო­ლიტ­ნი­უ­სის" ეთერ­ში.
წაიკითხეთ სრულად

კომენტარები

ზურას 2021-02-16 17:32
შენ ნუ შეწუხდები, ღმერთმა დაგვიფაროს, მიწისძვრა ნუ
იქნება, თორემ ის თავად მოუვლის მაგ უსახურ კორპუსებს, ქალბატონი ჭკვიანურს ამბობს, მაგრამ კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა
რეზო Rezo 2021-02-15 23:30
ზურა ეს ქალბატონი სეისმოლოგია და გთავაზობს რომ ხალხი გამოფხიზლდეს და მოსთხოვოს მთავრობას დაამატოს მშენებლობის კანონში ის ცვლილები, რომელიც გაქრა სააკაშვილის დროს აღადგინოს,სეისმოლოგიის ინსტიტუტი ,საქართველო 8-9 ბალიანი რეგიონია . მშენებლობას
და პროექტირებას უნდა აწარმოებდეს პროფესიონალები .
რა ვქნათ?! 2021-02-15 21:13
მთავრობის - ჰო, მაგრამ მოსახლეობის გაფრთხილებას, სამწუხაროდ, აზრი არა აქვს: ვერც მიწისძვრას ავირიდებთ, ვერც კორპუსებს შევუყენებთ ბოწკინტებს, რომ არ დაგვენგრეს თავზე! :((
ნინო 2021-02-15 19:33
ზურას
სეისმოლოგი რომ არის იმიტომ გეუბნებათ- მაგ, გეოლოგიური კვლევა თუ აქვს რომელიმე კორპუსს როცა შენდება?
ზურა 2021-02-15 12:08
სეისმოლოგია ეს ქალბატონი თუ მშენებელი? და რას გვთავაზობს დავანგრიოთ უკვე აშენებული კორპუსები?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები