ყველაზე სუფთა ქუჩა თბილისში, რომელსაც მცხოვრებლები რუდუნებით უვლიან

ფოტოგრაფი და ჟურნალისტი საზოგადოებას ერთი ლამაზი და სუფთა ქუჩის და იმ ადამიანის შესახებ უამბობს, რომელიც რუდუნებით უვლის ერთი თითქოსდა ჩვეულებრივი კორპუსის ეზოს და მის გარშემო არემარეს:

"ეს ლევან მშვილდაძეა - ცხოვრობს საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე.
თავის მხრივ, ეს ქუჩა ქვეყნაში ერთ-ერთი სუფთა და მწვანეა და ამაში ლომის წვლილი უშუალოდ ლევანსა და მის მეზობლებს მიუძღვით.
ლევანი ყველა კორპუსის ეზოშია, ფუსფუსებს და თითოეულ გოჯს უვლის. ზაქარიაძის ქუჩამ ახლახან ყველაზე სუფთა ქუჩის სახელი კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ლევანისა და თან
ამოაზრების მთავარი მოწოდებაა - სახლი ეზოდან იწყება.

ამ წარწერას ქუჩაზე არაერთგან ნახავთ. ზაქარიაძელები უვლიან, აწესრიგებენ, ასუფთავებენ, ამწვანებენ, ალამაზებენ საკუთარ გარემოს და გვეუბნებიან, რომ სადღეგრძელოების მიღმა არის საქმე, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს, გარემოს, ქალაქის, ქუჩის ზრუნვას გულისხმობს.
უბანს საბურთალოს გამგეობაც ეხმარება და თითოეული მცხოვრებიც.

ერთიანი ძალებით გახდა ზაქარიაძის ქუჩა სამაგალითო.
დიდი მადლობა ლევან, შენ და ყველას, რომლებიც საქმით ამტკიცებთ ქვეყნის სიყვარულს".













მეზობლებმა სასამართლოში უჩივლეს მხატვარს, რომელმაც სადარბაზო მოხატა


ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის არაჩვეულებრივი სადარბაზო, რომელიც მნახველებს იზიდავს

კომენტარები

finasteride and prem 2025-03-22 04:31
Regimens for IV and intramuscular IM dosing are similar finasteride amazon

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები