დაგვეთანხმებით ალბათ, რომ კორპუსების სადარბაზოები ხშირად მოსაწყენია, ერთფეროვანი, ძირითადად დანგრეული, მოუვლელი. რუსეთში ერთმა ჩვეულებრივმა მხატვარმა, კონსტანტინ ნიკოლაევმა გადაწყვიტა, მოსწყენი სადარბაზო მუზეუმად გადაექცია.
როდესაც აღნიშნულ კორპუსში ბინა შეიძინა, მიმოიხედა და იფიქრა, რომ ეს ადგილი სამხატვრო გალარეად უნდა ექცია. ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა, თუმცა ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდა - მეზობლებმა მას სასამართლოში უჩივლეს.
არადა, 10 წელი დასჭირდა მხატვარს, რომ თითოეული სანტიმეტრით მიახლოებოდა ნამდვილ იტალიას. დღესდღეობით ამ კორპუსის კედლებზე შეიძლება დაინახოთ ვენეციის ქუჩები, ზღვის პეიზაჟები, ნატურმორტები, ს
არკეები, ერთი სიტყვით, ეს სადარბაზო კი არა, მისი პერსონალური გამოფენაა.
გასაკვირია, რა არ უნდა მოსწონებოდათ მეზობლებს. თუმცა ფაქტია, რომ მალე დაიწყეს ვანდალური ქმედებები, ნახატების გაფუჭება. ზოგიერთები სიუჟეტებს აპროტესტებდნენ. თუმცა რასაკვირველია, იყვნენ გულშემატკივრებიც და ზოგს სტუმრადაც მოჰყავდა ხალხი, რომ ეს უჩვეულო გამოფენა ენახა და ლიფტის ნაცვლად, სწორედ მორთული კიბეებით სარგებლობდნენ.
მხატვარი გაკვირვებას ვერ მალავდა, რატომ შეიძლებოდა არ მოსწონებოდათ სიახლე და რატომ ერჩივნათ მოუვლელი და ბინძური სადარბაზო. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები ამას თვითნებობად მიიჩნევდნენ და ამიტომ აუმხედრდნენ. ასევე აქტიურობდნენ აქტივისტები, თავმჯდომარეები, რომლებიც ღელავდნენ, რომ ნიკოლაი მათ ადგილს დაიკავებდა. კანონით მას მართლაც არ ჰქონდა თვითნებურად ამგვარი ქმედებების უფლება, ამიტომ რამდენიმე მეზობელი შეაგულიანეს და მხატვარს უჩივლეს...
თუმცაღა, საქმეში მალე ჩაერთნენ ჟურნალისტები, მედიამ გააშუქა ეს საინტერესო ამბავი, სადარბაზო პოპულარული გახდა და ჯერჯერობით, საქმეც მიწყნარდა. ნიკოლაის იმედი აქვს, რომ დაანებებენ თავს და მის შემოქმედებას, რომელიც მთელ კორპუსს მიუძღვნა, არ გაანადგურებენ.

კომენტარები