42 წლის ფინელი ხელოვანი ლიისა ჰიეტანენის შესახებ დღეს ბევრი წერს. პროფესიით მხატვარ-დიზაინერია და დღესდღეობით ფინეთში ცხოვრობს, ხამეენკიურში, სადაც ქმნის ამ უჩვეულო ნამუშევრებს.
"ჩხირებით და ყაისნაღით ვქსოვ. როცა პირველად დავიწყე ქსოვა, არავითარი გამოცდილება არ მქონდა. ამჟამად შეკვეთით ვამზადებ საზოგადოებრივ ადგილას განსათავსებელ სკულპტურას, ხოლო ნამუშევრები, რომლებმაც ასე გაითქვეს სახელი, 2020 წელს შევქმენი პროექტ Villager-ის ფარგლებში. ამ პროექტsს პერიოდულად კვლავ ვუბრუნდებო. ჩემს თანასოფლელებს ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში გამოვსახავ. უმრავლესობას წინასწარ ვიცნობ, მათ ხასიათსაც და ვცდილობ, ნამუშევრებში ესეც გამოვამჟღავნო", - ამბობს ლიისა.
"ერთი ფიგურის შექმნას
4-დან 5 თვემდე ვანდომებ. მოდელს ყველა მხრიდან ვუღებ ფოტოებს. მონახაზებს არ ვაკეთებ, მხოლოდ კარკასს ვაწყობ არმატურისგან და ხანდახან, ცემენტსაც ვიყენებ, როცა ეს მჭირდება. კარკასის შემდეგ მასზე რბილი მასალებისგან ფორმას ვქმნი - ქაფისგან, ბამბისგან, ქსოვილისგან და შემდეგ ზემოდან ვაკერებ ნაქსოვ ფორმას და დეტალებს".