ყველასათვის საყვარელი მხატვრისა და პედაგოგის შთამბეჭდავი გამოფენა ეროვნულ სასახლეში

დღეს, ორ აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ხელოვნების სახელოსნო "ჩუქურთმას" ხელმძღვანელის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა შედგა. 

სასახლის სახე, კოლორიტი, დახვეწილი ხელოვანი და ინტელიგენტი თავად ეგებებოდა ყველა მნახველს და სიამოვნებით ისმენდა შთაბეჭდილებებს.

მიხეილ ცალქალამანიძე 65 წელია ეროვნული სასახლეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელებს ასწავლის უძველეს ქართულ საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ჭედურობისა და ოქრომჭედლობის ხელოვნებას, ტიხრულ მინანქარსა და ხეზე კვეთას. მისი ნამუშევრები
დაცულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. ის საქართველოს დამსახურებული მხატვარია, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგი, ტიხრული მინანქრის, ლითონზე და ხეზე კვეთის ოსტატი, საერთაშორისო და საკავშირო სიმპოზიუმების მონაწილე, „ღირსების ორდენის” კავალერი.








ვერიკო ბიწაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები