"წვიმა თითქმის ყოველდღე" - როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები და როგორი ივნისი გველოდება

15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე შესაძლოა, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში განგვიცხადეს.

"ხვალ დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 ივნისამდე თითქმის ყოველდღე, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, შესაძლოა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ხვალ თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 9 ივნისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 10 ივნისს დედაქალაქში კვლავ ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 10 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში კი +25, +30 გრადუსი. 10 ივნისიდან 15
ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა ტემპერატურამ +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს, დასავლეთში კი იგივე დარჩება.

თბილისში ხვალ 25 გრადუსია მოსალოდნელი, 9-10 ივნისს +29 გრადუსია ნავარაუდევი." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ივნისის თვეში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, მეტი, ან ნორმასთან ახლოს იყოს. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +32, +37 გრადუსამდე მოიმატოს.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

ბირსი 2023-06-12 17:30
სწორედ დროული იყო , როგორც ამაზე იტყვიან - რაც იცის - იცის, ვერ წაართმევ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები