გაზაფხულია... ბევრი ვყიდულობთ ახალ ყვავილებს... რა უნდა ვიცოდეთ მათი სახლში მოყვანის შემდეგ?
მოდით გავეცნოთ.
როდის შეიძლება გადავრგოთ ახალი ნაყიდი ქოთნის ყვავილი? და სად მოვათავსოთ ახალი შეძენილი ყვავილი?
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ყვავილი თავისი ცხოვრების მანძილზე გაივლის იმ ეტაპებს, რაც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია... ნებისმიერი მცენარე ცხოვრობს, იკვებება. შთანთქავს ნახშირორჟანგს, გამოყოფს ჟანგბადს, აშენებს თავის უჯრედებს და იზრდება, აღწევს ზრდასრულ ასაკს, მრავლდება, ბერდება და კვდება... ეს ნორმალურია, მაგრამ ხშირად მცენარე სიბერისგან კი არა, არასწორი მოვლისგან იღუპება. უჩნდებათ დაავადებები, როცა მას არასწორ პირობებს
ზრდისთვის, რა თქმა უნდა, მცენარეს სჭირდება: მზე, ჩრდილი, ნახევრად ჩრდილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიბნელე. მაგალითად, რომელი მცენარე იცხოვრებს ბნელ დერეფანში.
ყველა ეს პროცესები მიმდინარეობს საჭირო (სხვადასხვა მცენარისთვის) ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის საფუძველზე.
მოდით განვიხილოთ, რას ვაკეთებთ როცა ახალ მცენარეს მოვიყვანთ სახლში?
განვიხილოთ შეცდომები, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ...!!!
ალბათ ძალიან ვჩქარობთ, მცენარე სასწრაფოდ გადავრგათ ახალ ქოთანში, ახალ მიწაში... რაც დაუშვებელია და რატომ:
მცენარე, რომელსაც ვყიდულობთ ხშირად გამოყვანილია სათბურის პირობებში, მას აქვს შექმნილი იდეალური პირობები - შუქი, ჰაერის ნესტიანობა და ასე შემდეგ...
რა სტრესს განიცდის მცენარე შემდეგ?
საქართველოში ბევრი მცენარე ჩამოდის უცხოეთიდან... სათბურში გამოყვანილ მცენარეებს გაგზავნის წინ ძალიან უხვად რწყავენ, ათავსებენ ბნელ კონტეინერებში და აგზავნიან... (სტრესი 1) ერთი კვირის განმავლობაში ისინი იმყოფებიან სიბნელეში... ჩამოტანის შემდეგ მას ათავსებენ მაღაზიებში, სათბურებში... მცენარის მიწა ამ დროს კიდევ სველია... რომელიც სიბნელეში არ შრება... და რომ არ მოხდეს მისი ფესვების ლპობა, მას არ რწყავენ... (სტრესი 2). ამის შემდეგ ჩვენ ვყიდულობთ ასეთ მცენარეს და ვჩქარობთ მის გადარგვას ახალ მიწაში და ახალ პირობებში (სტრესი 3). ამის შემდეგ იწყება მცენარის ბრძოლა გადარჩენისთვის... და ხშირად ახალი ნაყიდი მცენარე დაუშვებს ფოთლებს... იწყებს გაყვითლებას და გვიკვირს, რატომ.
ამიტომ არასოდეს არ გადარგათ ახალი შეძენილი მცენარე... მინიმუმ 1 თვე მაინც, სანამ არ შეატყობთ, რომ მცენარე მიეჩვია განკუთვნილ ადგილს და დაიწყო ზრდა... ამის შემდეგ ვუსხამთ კვებას და შემდეგ შეგვიძლია გადავრგოთ...
როცა მცენარე მოწყენილია, ავად არის, სასუქის დასხმა, კვება არ შეიძლება...
არსებობს გამონაკლისი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა მცენარე არ ეტევა ნაყიდ ქოთანში და უჩანს ფესვები, ფაქტიურად მიწა აღარ აქვს. ერთი კვირა მაინც უნდა გადავდოთ მცენარის გადარგვა... შემდეგ ძალიან ფრთხილად ვიღებთ, ვათვალიერებთ ფესვებს... დაზიანებულ ფესვებს ვაცლით (თუ მცენარეს ფესვები გაშავებული აქვს), თუ სქელი ხორციანი ფესვები აქვს - მცენარე ჯანმრთელია. ფესვების ბოლოები უნდა იყოს თეთრი... მცირე ხნით გამოვაშროთ ასეთი მცენარე... (2 საათი) და შემდეგ ფრთხილად გადავრგოთ ახალ ქოთანში მხოლოდ 1 ან 2 სმ-ით დიდ ქოთანში, ვიდრე იყო...
თუ მცენარემ ყიდვის შემდეგ მოიწყინა და მას ისევ სველი აქვს მიწა, რომელშიც ჩარგულია, მაშინ მისი ფესვები ზიანდება ზედემტი სინესტისგან... არ მორწყათ ასეთი მცენარე!!! გამოუშრეთ მიწა (ამოუჩიჩქნეთ) და როცა 2 სმ-ზე მშრალი იქნება, მორწყეთ ოდნავ, ისე, რომ ფესვებამდე არც კი ჩავიდეს.
ყველაზე ოპტიმალური დრო ახალი მცენარის გადარგვისა ერთი თვეა... სჭირდება მიჩვევა.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ერთად ერთი მცენარე ეს არის ბალზამინი.... რაც არ უნდა სველი ჰქონდეს მიწა, რომლითაც ის იყიდეთ, არ დაუშვათ მისი გამოშრობა...
მარინა ვაშაძე ("ყვავილნარის" რჩევებიდან)
კომენტარები