ეს მაგიური კოქტეილი წყალბადის ზეჟანგით ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ჩვენი მცენარეებისთვის.
1. პერეკისით დამუშავების დროს გრუნტში განახლდება ზრდის სტიმულატორები ასე ვთქვათ აცოცხლებს მიწას და სპობს გრუნტში პათოგენურ მიკროორგანიზმებს.
2. სასარგებლოა ფესვებისთვის... მიმდინარეობს დაძველებული ფესვების დამატებითი აღდგენა, ფესვები იტოტება დამატებით.
3. წყალბადის ზეჟანგით, თუ ის მაღალი კონცენტრაციისაა, მიწის მორწყვა იწვევს გრუნტიდან მეთანის და ორგანული სულფატების გამოდევნას, რაც სასარგებლოა მცენარეებისთვის... მაღალი კონცენტრატით მხოლოდ მიწის მორწყვაა სასარგებლო და არა მცენარის, ანუ მხოლოდ მიწას მოვრწყავთ მაღალი კონცენტრატით და 24 საათის შემდეგ შეგვიძლია ჩავრგოთ შიგნით მცენარე
4. სასარგებლოა წყალბადის ზეჟანგით ტორფში ჩასმული მცენარეების ამოვლება... ანუ, ვთქვათ გადასარგველი გრუნტი არ გაქვთ ამ პერიოდისთვის, ზეჟანგი დაგვეხმარება, უფრო დიდი ხანგრძლივობით გაძლოს მცენარემ ტორფში... აახლებს ტორფის თვისებებს.
5. წყალბადის ზეჟანგით შეგვიძლია გავწმინდოთ ყვავილების მწვანე ზედაპირი, ანუ ფოთლები. დავამუშაოთ ან შევასხუროთ მთელ ყვავილსაც, რაც უწყობს ხელს, ფოთლები გამოჯანმრთელდეს, ხასხასა იერი მიიღოს და გახადოს მდგრადი დაავადებებისადმი.
3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი იყიდება აფთიაქებში.
დოზირება!!!!
მცენარეების რეგულარული მორწყვა: 10 წვეთი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი 1 ლიტრ წყალში გავაზავოთ.
მიწის დამუშავების, დეზინფექციის დროს გაზავება საჭირო არ არის, პირდაპირ 1 კილო მიწაში 100 მილიგრამ ზეჟანგს. კარგად ავურევთ, ვტოვებთ 24 საათი და შემდეგ შეგვიძლია ჩავრგოთ მცენარე და მოვრწყათ. ეს თავიდან აგვაცილებს უამრავ დაავადებას...
თუ გვინდა მცენარეებს ზეჟანგი შევასხუროთ: 100 მილიგრამ წყალბადის ზეჟანგს დავამატოთ 100 გრამი შაქარი და დავუმატოთ 2 ლიტრი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ შევასხუროთ მცენარეებს...
თესლებისთვის:
შეგვიძლია თესლები ჩავალბოთ ზეჟანგში.
ზრდის სტიმულირებისათვის: ამ დროს ავიღოთ 3-პროცენტიანი ზეჟანგი, გაზავების გარეშე და 20 წუთით ჩავალბოთ თესლები. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ბოსტნეულის თესლებზე. შემდეგ გავავლოთ გამდინარე წყალში და შევაშროთ ქაღალდზე. ამის მერე შეგვიძლია ჩავრგოთ გრუნტში.
მეორე მეთოდი თესლებისთვის:
3 საათით ჩავალბოთ თესლები 25 გრამ 3-პროცენტიანი პერეკისსა და 500 მლ წყალში. თესლები ღივდება უფრო სწრაფად და ამოდის უფრო ჯანმრთელი მსხვილი ღეროთი.
ნებისმიერი თესლის ჩალბობა შეგვიძლია წყალბადის ზეჟანგში. კარგია როგორც ბაღის, ასევე ოთახის მცენარეების თესლებისთვის.
როცა მცენარე გვეღუპება და როცა ფესვები ულპება, ლპობის შეჩერება შეგვიძლია: ამ დროს ვაკეთებთ შემდეგნაირად - ავიღოთ 3-პროცენტიანი ზეჟანგი 60 მლ, გავაზავოთ 3 ლიტრ წყალზე. მცენარე ამოვიღოთ გრუნტიდან და ნახევარი საათით მოვათავსოთ ამ ნაზავში. ძლიერ დაზიანებული ფესვები მოვაჭრათ. შემდეგ შევაშროთ და ისევ ჩავრგოთ გრუნტში. მცენარეს 2 დღეში შეეტყობა ზეჟანგის სიკეთე.
მცენარის ფოთლების გაწმენდა ხდება შემდეგი ნაზავით: 30 გრამი გავხსნათ 1 ლიტრ წყალში და გავუწმინდოთ ფოთლები მცენარეებს (დაავადებების პროფილაქტიკა და სიპრიალე, ჯანსაღი ვიზუალი).
ასეთივე დოზით შეგვიძლია დავასხუროთ ყველა მცენარეს - უფრო უკეთ ყვავილობისთვის და ზრდისთვის.
ყურადღება! პერეკისი 1-ნახევარჯერ მძიმეა წყალზე. ამიტომ 25 მლ გრამი პერეკისი არის დაახლოებით 16 მლ. წყალი იზომება ჩვეულებრივად.
ამბობენ სასწაულებს აკეთებს ეს ზეჟანგი...
და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივად წყალბადის ზეჟანგი არის წვიმის წყალში და ამით ყველაფერია ნათქვამი.
მარინა ვაშაძე
კომენტარები
ამდენი შეცდომებიანი ტექსტის გამოქვეყნებაზე თქვენს გვერდზე თქვენ აგებთ პასუხს ???