ქალბატონი ნატო ჯებაშვილი თბილისში ცხოვრობს. სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მაღალსართულიან კორპუსში ულამაზესი ორანჟერეა გაეშენებინა და ერთ პატარა სივრცეში 300 ძირი მცენარისთვის მოეყარა თავი. ორანჟერიის შექმნა სევდიან ისტორიას უკავშირდება, რომელსაც ქალბატონი ნატო თავად მოგიყვებათ.
- 2009 წლის მარტში ავტოკატასტროფაში 32 წლის ბიჭი დამეღუპა. ჩემთვის მაშინ დამთავრდა ყველაფერი. ამ ამბის მერე ხუთი წელი ისე გავიდა, გარეთ არ გამიხედავს. მხოლოდ სასაფლაოზე დავდიოდი.
ყოველთვის მიყვარდა მცენარეები, ბუნება, ყვავილები. ხუთი წლის შემდეგ ჩემი მეგობრების რჩევით ყვავილებთან დაკავშირებულ რამდენიმე ჯგუფში გავწევრიანდი. ეს საკმაოდ კარგი ანტიდეპრესანტი
აღმოჩნდა. მართალია იმ ტკივილს ვერაფერი დამავიწყებს, მაგრამ ყვავილებზე ზრუნვამ დიდი შედეგი გამოიღო და თითქოს ცხოვრებას დავუბრუნდი.
ყვავილებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ამ დროს პირველ რიგში შვებას ვგრძნობ. ყვავილებთან ურთიერთობა,მათზე ზრუნვა გარკვეულ დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე ყოველდღე, დღეში სამი საათი ვეთიშები ყველაფერს, დარდისა და მწუხარებისთვის ცოტა დრო მრჩება. თითოეულ მცენარესთან ურთიერთობისას ჩემს შვილზე ვფიქრობ, მას ვესაუბრები, ამიტომ ამ ყვავილებს და ზოგადად ამ ორანჟერიას ჩემი შვილის სახელი დავარქვი. ყველაფერი მის სახელზე და მის გასახსენებლად არის გაკეთებული. როცა ყვავილებს ვეფერები, მგონია, მის სულს ვეფერები და ვმშვიდდები.
ჩემი ორანჟერია სამი წლისაა და სამასამდე მცენარეა გაერთიანებული. მოყვავილე მცენარეები ნაკლებად მყავს, ძირითადად ფოთლოვანი მცენარეები მომწონს. ყველა მცენარე ერთნაირად მიყვარს, პაწაწინადან დაწყებული დიდებით დამთავრებული. თუმცა მათ შორის მყავს ფავორიტი მცენარეები. ფიკუსები, რომლებისაც უკვე 14 სახეობა მაქვს და სანსევიერია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი სახეობა მაქვს. შემოდგომისთვის ველოდები ახლებს. ძალიან მინდა სანსევიერების რაც შეიძლება მეტი სახეობა მოვაგროვო.
ძალიან ბევრი გულისხმიერი მეგობარი შევიძინე ყვავილების მოყვარულთა ჯგუფებიდან. ყველაზე გასაოცარი ჩემთვის ბატონ ნუკრი ფეიქრიშვილის სტუმრობა იყო, რომელმაც ჩემი შვილის სახელზე უამრავი მცენარე გადმომცა საჩუქრად. მე ის მხოლოდ მაშინ გავიცანი და ძალიან მადლიერი ვარ მისი.
პირველი მნიშვნელოვანი შენაძენი ციკასის პალმა იყო.რამდენად ხანდაზმულია ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემთან უკვე სამწელიწად-ნახევარია არის და ყოველ წელს მახარებს ახალი ტოტებით.
...ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც ფოთლიდან მცენარეს გაახარებ. შენს თვალწინ იბადება, იზრდება და ვითარდება ახალი სიცოცხლე. ამაზე სასიამოვნო შეგრძნება არ არსებობს. ბავშვის დაბადებასავითაა. ელოდები, ელოდები და ისიც გამოჩნდება, გაგახარებს...
თესლით მხოლოდ აივნის ყვავილები გამიხარებია, ძირითადად პორტულაკები, დეკორატიული ზაფრანა, მირაბელისი და სხვა. ვფიქრობ არ არის რთული. ადამიანი რასაც მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა.
ჩემი საოცნებო ყვავილია და ძალიან მინდა მქონდეს მწვანე და ჭრელი ასპიდისტრა. მრავალწლოვანი ბალახოვანი, უღერო მცენარეა და აქვს მარადმწვანე ტყავისებრი ძირის ულამაზესი ფოთლები. ოთახის ძალიან ბევრი მცენარე დამიგროვდა, ამიტომ მინდოდა აგარაკი გვქონოდა პატარა ეზოთი. ამ ოცნებას ჩემმა მეუღლემ ფრთები შეასხა და ბაზალეთზე შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. პარალელურად მიმდინარეობს სახლის მშენებლობა და ეზოს მოპირკეთება. იქ ულამაზესი ეზო და ბაღი მინდა გავაშენო. ამას მხოლოდ ჩემი მეუღლე აკეთებს, დამოუკიდებლად. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ოპერაციის შემდეგ სახლიდან ვეღარ გავდივარ. ლომის წვლილი მიუძღვის ჩემი მეუღლეს ამ ყველაფერში. რომ არა მისი თანადგომა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მან ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ამხელა ტრაგედია შეგვიმსუბუქდეს...
ჩემი შვილისგან დამრჩა ერთი შვილიშვილი, ანუკი, რომელიც ახლა თოთხმეტი წლისაა. ის ჩემი იმედი და ამომავალი სინათლეა.
მერი ბლიაძე