ლაშა გაბისონია პროფესიით ეკონომისტია და საფინანსო სფეროში მოღვაწეობს. ჰყავს მეუღლე და ერთი წლის ვაჟი იოანე. ყვავილები და მცენარეები ბავშვობიდან უყვარდა. აგროვებდა ოთახისა თუ ღია გრუნტის მცენარეებს. ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება მცენარეების მიმართ ბევრს უკვირდა, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდა. დღეს ყვავილების საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს.
- ჩემი ბუნებასთან კავშირი და მცენარეების სიყვარული განაპირობა ჩემმა წარმომავლობამ. მარტვილის ულამაზესი სოფლის მკვიდრი ვარ, რომელიც ირგვლივ მთებითაა გარშემორტყმული, სადაც სრული ჰარმონიული კავშირია ბუნებასთან. ვფიქრობ, ესაა ძრითადი მიზეზი მცენარეებისა და ბუნებისადმი ჩემი სიყვარულისა.
რაც შეეხება ყვავილების გამრავლებას, ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროცესი. ვაგროვებდი ოთახისა თუ ღია გრუნტის მცენარეებს. სოფელში მრავალწლოვანი, დეკორატიული მცენარეები და ყვავილები გვაქვს. თბილისში ჩამოსვლის მერე, საოცარი ბუნების შვილი რასაკვირველია სიმწვანის და ბუნების დეფიციტს განვიცდიდი და ახლაც განვიცდი.... გადავწყვიტე, გამელამაზებინა სახლში ინტერიერი და ამავდროულად მეგრძნო მიწასთან და მცენარესთან ახლო კავშირი, რაც ერთგვარი თერაპიაა.
- სენპოლიების არაჩვეულებრივი კოლექცია გაქვთ. როგორ აგროვებდით იებს და დღესდღეობით რამდენი სახეობა გაქვთ?
- მადლობა, დღესდღეობით იების შეგროვება ძალიან მარტივია. არიან სელექციონერები, რომლებსაც გამოჰყავთ და იწერენ ჯიშებს უცხოეთიდან. ზოგი შევიძინე ძალიან პატარები, ზოგო მაჩუქეს, ზოგი კი ფოთლიდან გავახარე და ა.შ. ქოთნების რაოდენობა არ დამითვლია, მაგრამ 100-ზე მეტი სახეობის ია მაქვს.
- არც ისეთი მარტივია იების მოვლა. როგორ ისწავლეთ მათი მოვლა?
- არც ისეთ რთულია, როგორც გგონიათ. ჟარგონულად რომ ვთქვათ, „დამუღამება“ სჭირდება. რასაკვირველია, თავიდან იყო კრახიც, მაგრამ ამას არ შევუშინდი. ცნობილია, ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ. სანამ კარგად შევისწავლე იების ეტიმოლოგია და მათი ნიშან-თვისებები, ვკითხულობდი სტატიებს, ვეკითხებოდი გამოცდილ სელექციონერებს და ა.შ.
- როგორი პირობები უნდა შევუქმნათ იას, რომ კარგად იყვავილოს?
- იებისათვის იდეალურია 18- 24 გრადუსამდე ტემპერატურა. სინათლე 10-12 საათი დღეში. კვება საჭიროებისამებრ და რა საკვირველია მორწყვის სწორი რეჟიმი. სენპოლიები ზამთარს უფრო კარგად ეგუებიან, ვიდრე ზაფხულს. ზაფხულში ჰაერი, რომ გამოშრება და ტემპერატურა ძალიან მაღალია, ძალიან უჭირთ და ზოგჯერ საჭიროა ჰაერის ხელოვნურად დატენიანებაც.
- რამდენ ხანს ყვავილობს სენპოლია?
- ყვავილობას რაც შეეხება, ისინი ძალიან უხვად და განგძლივად მოყვავილეები არიან. ჯიშზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სელექციის იები თვეობით ყვავილობენ. დაკვირვებული ვარ, განსაკუთრებით მომწვანო შეფერილობის იები ყვავილობენ დიდხანს. სწორედ უხვი ყვავილობის გამო იზიდავს ის ფლორისტებს, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ია ისეთი ლამაზი როზეტითა და ჭრელი ფოთლებით გამოირჩევა, სილამაზისთვის ყვავილი სულაც არ სჭირდებათ.
- საკმაოდ ბუსუსიანი ფოთლები აქვს. როგორ ახერხებთ მათ გასუფთავებას?
- იებისთვის განკუთვნილი თარო-სტელაჟი სამზარეულოში მიდგას, რბილი ავეჯისა და ხალიჩისგან მოშორებულია. შესაბამისად ნაკლებად იმტვერება, თუ საჭიროება მაინც მოითხოვს საკანცელარიო ფუნჯით ვასუფთავებ.
- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? თუ გჩუქნიან იებს, ან გეხმარებიან მათ მოვლაში?
- ყველა ადამიანს განსხვავებული ჰობი და გატაცება აქვს. მე კი ბუნების სიყვარულმა გამიტაცა. ოჯახის წევრები ჩვეულებრივ აღიქვამენ ამ ამბავს. მეუღლე თავიდან თითქოს ეჭვიანობდა, უკვირდა ჩემი მცენარეებისადმი დამოკიდებულება. გარკვეული დროის შემდეგ თვითონაც შეუყვარდა. დაინტერესდა გარკვეული ჯიშებით და მეხმარება მათ მოვლაში. ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოების ნაწილისთვის ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო და არის ალბათ. იყო კითხვები: მამაკაცი და ყვავილები? როგორ უვლი? სხვა საქმე არ გაქვს? და ა.შ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. მე მომწონს რასაც ვაკეთებ. ნათქვამია შრომა აკეთილშობილებსო. მიწასთან კავშირი, მუშაობა ადამიანს ფსიქოლოგიურად ამშვიდებს და დადებითად განაწყობს. დილიდან შუა ღამემდე სახლში არ ვარ, მაგრამ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც ვახერხებ მცენარეების მოვლას. მამაკაცი და ყვავილის თემა ძალიან გაცვეთილი ფრაზაა და ის ალოგიკურია ჩემთვის. სქესი - გულისხმობს ადამიანის ბიოლოგიას, ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებას და რა შუაშია მცენარის სიყვარული ადამიანის სქესთან? რასაკვირველია არავითარი.
- სხვა სახეობის ყვავილებიც გაქვთ, თუ მხოლოდ იები?
- დიახ, მაქვს სხვა ჯიშის ყვავილებიც. გამოვყოფ ორქიდეებს. რა თქმა უნდა ყველას ვერ ჩამოვთვლი. სამომავლოდ განსაკუთრებული გეგმები მაქვს მცენარეებთან და მებაღეობასთან დაკავშირდებით, ახლა არ დავკონკრეტდები. თუ რა თქმა უნდა კვლავ დაინტერესდებით ჩემი მცენარეებით, საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
მერი ბლიაძე

კომენტარები