როზმარინი - როგორ გავახაროთ პოპულარული სანელებელი სახლში

ითვლება რომ როზმარინის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა, თავად მისი სახელწოდებაც ზღვას უკავშირდება - Rosmarinus - ზღვის ნამს ნიშნავს.
როზმარინის მოხმარება თავდაპირველად ბერძნებს დაუწყიათ. ამბობენ, რომ ეს მცენარე მეხსიერებას აძლიერებს და ტვინს მუშაობაში ეხმარება და თურმე ძველ საბერძნეთში, მისგან დაწნულ გვირგვინებს სტუდენტები ატარებდნენ.
კულინარიაში როზმარინი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე ხმელი სახით. ამ არაჩვეულებრივი სანელებლით ანელებენ წვნიან, ხორციან და ბოსტნეულიან კერძებს.

როზმარინი გამოიყენება როგორც სანელებელი სადილისთვის. დეკორატიული მარადმწვანე ბუჩქია, რომელსაც აქვს ნაზი სურნელი. ეს ეთერზეთების დამსახურებაა რომელსაც შეიცავს როზმარინი. პირველი რაც როზმარინს
ახასიათებს, ეს არის მეხსიერების 75 პროცენტით გაუმჯობესება.
გამოიყენება არომათერაპიაში, პარფიუმერიაში, სახის კანის გაახალგაზრდავება მისი დამსახურებააა სხვადასხვა კრემებში. შამპუნებში თმების ელასტიურობასა და კვებაში.
ხალხურ მედიცინაში როზმარინის ფართო მოხმარება საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ ძველი ბერძნენი სტუდენტები, გამოცდების პერიოდში, თმაში მიმაგრებულს ატარებდნენ.

მიაჩნდათ, რომ როზმარინი მეხსიერებას აუმჯობესებს.

როზმარინს შექსპირის ჰამლეტშიც კი აღმოაჩენთ, სადაც ოფელია ამბობს:

"აიღე როზმარინი მეხსიერებისთვის: გევედრები - გახსოვდე და გიყვარდე".

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარე შეიცავს ურსულის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც ასაკის მატების მიუხედავად, ტვინს ასტიმულირებს.

როზმარინი ასევე ხელს უშლის აცეტილქოლინის დონის დაცემას -რაც ემსახურება ტვინის იმ უჯრედებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და კომუნიკაციაზე.

რამდენიმე კვლევით დამტკიცდა, რომ როზმარინის ეთერზეთი ახალი, რთული ტექსტების სწრაფად დამახოვრების შანსს 60-75%-ით ზრდის.

მეცნიერები გვირჩევენ, შეიყნოსოთ როზმარინი რთული და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებისას. თუ საპასუხისმგებლო შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და გასაუბრებისას როზმარინს შეიყნოსავთ, ნაკლებ სტრესს განიცდით, ორმაგდება აზროვნების სისხარტე. განწყობა გიუმჯობესდებათ.
უყვარს ნახევრად ჩრდილანი გარემო. მარადმწვანე განივად მზარდი ბუჩქია, რომელიც ზამთრის პირს ყრის თესლებს და გაზაფხულზე ახალი ამოდის...

როზმარინის ეთერზეთები იყიდება აფთიაქებში და გამოგვადგება როგორც.

1 . ის ასტიმულირებს ტვინის უჯრედებს, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.

2. მიეკუთვნება მატონიზირებელ არომატებს და აფროდიზიაკად ითვლება.

3. ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

4. დადებითად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე. აქრობს ანთებით პროცესებს და აქვს ნაღველმდენი მოქმდება.

5. რეკომენდირებულია სასუნთქი გზების პრობლემების დროს, ამსუბუქებს ხველას.

6. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, გულის კუნთის მუშაობას და არტერიულ წნევას.

7. აქვს ნატურალური ანალგეტიკის მოქმედება. სტრესისგან გამოწვეული თავის ტკივილის დროს უნდა შეიზილოთ შუბლის, კისრის და საფეთქლების მიდამოში. შესანიშნავია მასაჟის დროსაც.

8. ორსულებს დილით გულისრევის შეგრძნებას უხსნის. მაგრამ უნდა გამოიყენონ არა უმეტეს 5 წვეთისა, ან უბრალოდ ისუნთქონ არომატი ფლაკონიდან.

9. ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ხსნის კუნთების ტკივილს და დაღლილობას.

10. უხდება ცხიმიან კანს: ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ავიწროებს ფორებს და ათანაბრებს კანის რელიეფს. აქვს ნაწიბურების გაუფერულების უნარი.


როგორ გავახაროთ
გამრავლება უმჯობესია ყლორტით. 
1. მოამზადეთ ყლორტები. ამისათვის გაზრდილი ბუჩქი გაასუფთავეთ ფოთლებისაგან. ყლორტებს აცადეთ გამოშრობა 2-3 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ მოათავსეთ წყალში.
2. ყოველ 3 დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი. ყლორტები მოათავსეთ თბილ და განათებულ ადგილას.
3. როდესაც ყლორტები დაფესვიანდებიან, ჩარგეთ მიწაში. როზმარინი კარგად ხარობს მსუბუქ ქვიშიან არა მჟავე ნიადაგში, რომელიც კარგი წყალგამტარია. ნერგები მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას.
4. ხშირად მორწყეთ როზმარინი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი წყალი ამ მცენარისთვის დამღუპველია.
5. როდესაც ნერგები კარგად დაფესვიანდებიან და გაიზრდებიან, მოაცალეთ მწვერვალები, რათა ახალგაზრდა მცენარე უფრო ფუმფულა იყოს.
6. როზმარინი ტემპერატურის ცვალებადობაზე ძალიან მკაფიოდ რეაგირებს. თბილ ამინდებში ბუჩქები აუცილებლად გაიტანეთ აივანზე.

კომენტარები

Ცისანა 2023-02-16 21:29
Უძლებს თუ არა როზმარინი ყინვას?
ნელი 2022-04-13 14:26
როზმარინი მაქვს ეზოში, ვახარებ ტოტით,პატარა ტოტებს ჩავარჭობ პირდაპირ მიწაში და იკეთებს ფესვებს.
Nina 2020-10-26 21:46
სათᲐურის პასუხი სად არის? თვისებები გასაგებია მაგრამ როგორ გავახაროთ?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები