7 მცენარე საშობაო ყვავილის გარდა, რომლებიც საახალწლოდ ყვავიან

მცენარეების უმრავლესობა ზამთარში მოსვენების დგომარებაში გადადის, ასე რომ, წელიწადის ამ დროს მოყვავილე ქოთნის ყვავილის შოვნა გაგიჭირდებათ. თუმცა შეუძლებელი არაფერია. გაგაცნობთ 7 სახის მცენარეს, რომლებიც სწორედ საახალწლოდ ყვავილობს.
საშობაო ყვავილის, პუანსეტიას შესახებ ალბათ გსმენიათ, თუმცა ეს ერთადერთი მოყვავილე მცენარე როდია, რომელიც საახალწლოდ თქვენი სახლის გახალისებას და გალამაზებას მოახერხებს.

1. არდიზია

ეს გახლავთ მცენარე მუქი წითელი კენკრით, რომელიც დეკემბერში მწიფს და რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი მთელი წლ
ის განმავლობაში იწონებს თავს. ამ მცენარეს სამოთხის ხის მინიატურულ ვერსიად აღიქვამენ და ხშირად საშობაო კენკრადაც მოიხსენიებენ.
ის საკმაოდ დამყოლი მცენარეა, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თუმცა მის ნაყოფთან სიფრთხილეა საჭირო, ჭამა არავითარ შემთხვევაში შეიძლება, შხამიანია.

2. ამარილისი იგივე ჰიპეასტრუმი


ამარილისიც საკმაოდ ადვილად მოსავლელი ყვავილია და მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია ისე გაკეთდეს, რომ იყვავილოს არა მხოლოდ საახალწლოდ, არამედ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი  დღესასწაულის დროს.

3. არაუკარია



ან სახლის ნაძვია. ულამაზესი მცენარე, რომელიც არა მხოლოდ ამშვენებს ინტერიერს, არამედ ასუფთავებს ჰაერს და მისი სახლში ქონა სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც არის.

4. ციკლამენი



ციკლამენს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს სწორედ იმის გამო, რომ ეს მცენარე ყვავილობას მაშინ იწყებს, როდესაც სხვა მცენარეები იძინებენ, შემოდგომის დასაწყისიდან გაზაფხულის ბოლომდე. ამ მცენარეს ძალიან უყვარს ტენი, ამიტომ სათანადო ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს. მას სჭირდება კარგი განათება და სისტემატური მორწყვა.

5. შლუმბერგერა


ცნობილია, რომ დეკემბერა ყვავის დეკემბერში, თუმცა ევროპაში ამ ყვავილს საშობაო კაქტუსს უწოდებენ. ეს ტროპიკული მცენარე წარმოშობით ბრაზილიიდან არის. ის ცოტა რთულად მოსვლელია, თუმცა ისეთი ლამაზია, რომ ცოტა წვალებად ნამდვილად ღირს. მას სითბო უყვარს. რაც უფრო თბილა შენობაში, მით კარგად ყვავის დეკემბერა.

6. ბეგონია



ბეგონიას დევიზი სტაბილურობაა. იგი ვერ იტანს ადგილის ცვალებადობას. ეცადეთ, თავიდანვე მოუძებნოთ კარგად განათებული ადგილი იქ დააბინავოთ.

7. გუზმანია



ამ მცენარეს ძალიან უყვარს სითბო, თუმცა თავს კარგად მხოლოდ მისთვის ზომიერ და საყვარელ ტენში გრძნობს. მას სჭირდება კარგად განათებული გარემო, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივები.

კომენტარები

ეკა 2021-12-12 11:33
დავამატებდი ეუფორბიას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები