რომელი მცენარეების სახლში გაჩერება არ ღირს, ფენ შუის მიხედვით

ოთახის ყველა მცენარეს სარგებელის მოტანა როდი შეუძლია .მოდით ვნახოთ, ფენ შუის მიხედვით რომელი მცენარეების გაჩერება არ ღირს სახლში. ბევრი ჩვენგანი ოთახის მცენარეებს აქსესუარად, ავეჯის მსგავს ატრიბუტად მიიჩნევს, რომელსაც სადაც დადგამ, იქ გაიხარებს, თუმცა ასე არ არის. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ მცენარეები რეალურად გრძნობენ, რა ხდება ირგვლივ, ისინი ცნობენ პატრონს.


ამიტომ ინტერიერის დაგეგმვის დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა ამა თუ იმ მცენარის სახლში გაჩერება.
მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ სახლში ხელოვნური ყვავილების გაჩრება, გარდა იმისა, რომ ეს ძველმოდურია, მტვრის
ბუდეა და დადებითი ფუნქცია პრაქტიკულად არ გააჩნია.

არც ხის ტოტებს ძალუძთ სახლში ჰარმონიული გარემოს შექმნა და ამიტომ უმჯობესია მსგავს გადაწყვეტილებაზე თავიდანვე უარი ვთქვათ.

ფენ შუის მიხედვით, არც კაქტუსია ის მცენარე, რომელიც ამა თუ იმ ოჯახს გააბედნიერებს, არგუმენტად მისი ეკლებიც კია მოყვანილი.

რაც შეეხება ბონსაის, ის ვიზულურად ძალიან ლამაზია, თუმცა ხე, რომელიც წესით უნდა გაზრდილიყო და მინიატურული ზომის დარჩა, ოჯახს კარგს ვერაფერს მოუტანსო, ამბობენ ფენ-შუის ოსტატები.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები