„აღდგომის ვარსკვლავი“ - როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომელიც სწორედ აღდგომას ყვავილობს

ამ მცენარის ყვავილობა გაზაფხულს და უფრო სწორად კი, აღდგომას ემთხვევა ხოლმე, ამიტომაც შეერქვა მას აღდგომის კაქტუსი ან აღდგომის ვარსკვლავი.

რიპსალიდოპსისი კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ეს მცენარე ხშირად დეკემბერაში ერევათ, თუმცა რიპსალიდოპსისი და დეკემბერა სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და მოვლაც სხვადასხვაგვარი სჭირდებათ. რიპსალიდოპსისი (ლათ. Rhipsalidopsis) კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ეპიფიტი მცენარეა, რომლის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებია მიჩნეული. ბუნებრივ პირობებში რიპსალიდოპსისი ხეებზე იზრდება და, ეკლიანი „თანამოძმეებისგან“ განსხვავებით, თავს შესანიშნავად გრძნობს ტროპიკულ წვიმებსა და მაღალი ტენიანობის პირობებში.თანამედროვე ტაქსონომანიის მიხედვით, რიპსალიდოპსისის მოცემული
სახეობა არ არსებობს, მასში შემავალი სახეობები გადატანილია ხატიორას (Hatiora) სახეობაში და რიპსალიდოპსისის (Rhipsalidopsos) თანასახეობადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ყვავილების მაღაზიებში, მცენარეს შესაძლოა, ხატიორას სახელწოდებითაც წააწყდეთ.

რატომ ერევათ ხშირად დეკემბერაში (შლუმბერგერა)? - ეს ორი მცენარე მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან და მათი განსხვავება დატოტვილი ღეროებითაა (ე.წ. ფოთლებით) შესაძლებელი: დეკემბერას ისინი გვერდებში დაკბილული აქვს, ხოლო რიპსალიდოპსისს - მომრგვალებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება დეკემბერასა და რიპსალიდოპსისს შორის, ყვავილობის პერიოდია: დეკემბერა ზამთარში, ძირითადად, დეკემბერში ყვავილობს და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, ხოლო რიპსალიდოპსისის ყვავილობა, როგორც აღინიშნა, ხშირად ემთხვევა აღდგომას (გაზაფხულობით) და სწორედ ამ მიზეზით ეძახიან „აღდგომის კაქტუსსაც“ ეძახიან.

საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული რიპსალიდოპსისის ორი სახეობა - რიპსალიდოპსისი გენტერა
(Rhipsaliodopsis gaertneri) და ჯუჯა ვარდისფერი რიპსალიდოპსისი (Rhipsaliodosis rosea), რომელთაც ნებისმიერი ინტერიერის გალამაზება შეუძლიათ.

განათება და ტემპერატურა
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ გარემოში რიპსალიდოპსისს ხეების ჩრდილქვეშ უხდება ცხოვრება, ოთახის პირობებში უპირატესობას ნათელ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილს ანიჭებს.
ზაფხულობით შეგიძლიათ მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ და თამამად მოათავსოთ ხის ჩრდილქვეშ.
რაც შეეხება სასურველ ტემპერატურას, რიპსალიდოპსისი კარგად ვითარდება თბილ ოთახში (17-200C), თუმცა ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებასაც კარგად უძლებს (15-170C).

ჰაერის ტენიანობა
სამშობლოში რიპსალიდოპსისს ტენში არსებობა უწევს, ამიტომ მისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ტენიანობის ასამაღლებლად მცენარეს ცხელ ამინდებში რეგულარულად შეასხურეთ წყალი, ხოლო ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტი მოუფინეთ.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში რიპსალიდოპსისი ხშირ-ხშირად უნდა მოირწყას, მხოლოდ ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე (ამ დროს მცენარე ისვენებს) მორწყვის ინტენსივობა შედარებით შეამცირეთ.ნიადაგი და გადარგვა
რიპსალიდოპსისი წელიწადში ერთხელ, ყვავილობის დასრულებისთანავე უნდა გადაირგას.
გადარგვისას ფესვები ძველი მიწისგან ფრთხილად გაასუფთავეთ, რათა უნებურად არ დააზიანოთ.
ნიადაგი ოდნავ მჟავე შემადგენლობის და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს.
რეკომენდებულია მსუბუქი ტორფის, ნეშომპალის, მდინარის ქვიშისა და პერლიტის ნარევის გამოყენება.

განოყიერება
თვეში 1-2-ჯერ რეკომენდებულია რიპსალიდოსისის განოყიერება ტყის კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქებით. კატეგორიულად დაუშვებელია ორგანული სასუქების გამოყენება.

გამრავლება
რიპსალიდოსისი შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ტოტის მეშვეობით გაამრავლოთ.
ამისთვის საჭიროა: მოატეხოთ მცენარეს ტოტი (გაყოფის ადგილას), რამდენიმე საათით მშრალ და ბნელ ადგილას მოათავსოთ, შემდეგ კი ვერტიკალურად და არც ისე ღრმად ნიადაგში ჩარგოთ.
დაფესვიანების შემდეგ ტოტი ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
შეგიძლიათ ქოთანში ერთდროულად რამდენიმე ტოტიც გადაიტანოთ, ასე მცენარე უფრო ხშირი და ლამაზი გაიზრდება.

ფლორისტი მარინა ვაშაძე

კომენტარები

tamari 2022-05-05 16:17
sad sheizleba shevizino es yvavili?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები