ამბობენ, რომ ფულის ხეს, იგივე კრასულას, ოჯახში კეთილდღეობა და ფინანსური წარმატება მოაქვს. ამიტომ საკმაოდ ბევრს აქვს ეს მცენარე სახლში. ე.წ ბარაქის ხე ინტერიერში ესთეტიურადაც გამოიყურება და მოვლის თვალსაზრისით, სრულიად უპრეტენზიოა, წმენდს ჰაერს.
ფულის, იგივე ბარაქის ხე უარყოფით ენერგიას შთანთქავს და ხელს უწყობს ფინანსურ წარმატებას. სხვათა შორის, მას ფულის ხე იმიტომ შეარქვეს, რომ ფოთლები გარეგნულად ვერცხლის მონეტას უგავს. თუმცა, მას მხოლოდ დადებითი მხარეები არ აქვს.
1. მისი გახმობა ემოციურ ადამიანებს შფოთვას უძლიერებს
თუ ხე კარგად იზრდება, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ მოულოდნელად,
2. ფენ შუის მიხედვით, ის ხშირად დეპრესიის მიზეზია
როგორც ფენ შუი ამბობს, ფულის ხე ინის ენერგიას ატარებს - ქალურს, მის დასაბალანსებლად სახლში იანის ენერგიის მცენარეც უნდა გქონდეთ – მამაკაცური. მაგალითად, ანთურიუმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, სახლში არსებული ატმოსფეროს ბალანსი დაირღვევა და ამან შეიძლება ადამიანი აპათიური ან თუნდაც დეპრესიული გახადოს.
3. შეიცავს დარიშხანს, ამიტომ საშიშია ცხოველებისა და ბავშვებისთვის
ფულის ხის ფოთლები საშიშ ელემენტს - დარიშხანს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მცენარე შორს იყოს შინაური ცხოველებისა და პატარა ბავშვებისგან. ორივემ შეიძლება გემო გაუსინჯოს ფოთოლს, რასაც მინიმუმ, ალერგიული რეაქცია მოჰყვება.
როგორ ვიზრუნოთ ფულის ხეზე?
თუ მაინც გადაწყვეტთ ფულის ხის სახლში დატოვებას, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ:
*ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა 19-დან 24 გრადუსი უნდა იყოს.
*ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს.
*ნუ დაივიწყებთ ტენიანობას.
*არ მოათავსოთ მცენარე გათბობის ბატარეის გვერდით. საუკეთესო ვარიანტი აბაზანაა.
*მცენარეს ზომიერი მორწყვა სჭირდება და ზედმეტი წყალი მისი ფესვების ლპობას იწვევს.
კომენტარები