როგორ გავაკეთოთ სახლში რემონტი, როდესაც ფული არ გვაქვს - 5 პრაქტიკული რჩევა

რემონტი საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ხშირად წლობითაც კი იწელება. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხები, მაგრამ სახლის გადასხვაფერება საჭიროა. ისეც ხდება, რომ მთელ ფინანსებს ახალ სახლში გადაიხდი და სარემონტო ფული უბრალოდ არ გრჩება. ასეთი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, როგორ შეიძლება სახლში რემონტის საკუთარი ძალისხმევით გაკეება.


გენერალური დალაგება

სანამ რაიმე სამუშაოს დაიწყებთ, კარგად დაალაგეთ ყველაფერი და გადაყარეთ ზედმეტი ნივთები. ხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ სწორად გაანალიზებას, რა არის გასაკეთებელი სახლში.
გირჩევთ ჩაიწეროთ ყველაფერი, რისი გაკეთება დაგჭირდებათ. ეს სია დაგეხმარებათ თანხების დაზოგვაში სარემონტო მასალის ყიდვის დროს.



სარემონტო მასალა
სანამ მაღაზიაში წაბრძანდებით სარემონტო მასალის საყიდლად, გაიხსენეთ, თქვენს რომელიმე ახლობელს ახალი დამთავრებული ხომ არ აქვს ეს პროცესი. მას დარჩენილი ექნება გარკვეული მასალები. უარი არაფერზე თქვათ, გვერწმუნეთ, რემონტის დროს ყველაფერი გამოგადგებათ, მეტლახი და კაფელიც კი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში რაღაცას შეუხამებთ.



ავეჯი
სახლში ავეჯის შეცვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენი საცხოვრებელი ფართის გადასხვაფერებაში, მაგრამ ხშირად არ არის იმის საშუალება, რომ შეიძინოთ ახალი ავეჯი. ამისთვის კი არსებობს მშვენიერი საშუალება, დეკუპაჟი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ავეჯი ისე შეცვალოთ, რომ თავადაც კი გაგიჭირდებათ მისი ცნობა. თან, ეს იქნება ექსკლუზიური ვარიანტი, რომელიც მარტო თქვენ გექნებთ.



სტილი “ქანთრი”
ეს სტილი დღესდღეობოთ ძალიან აქტუალურია. ავეჯი ხისგან არის დამზადებული, ასევე ხის არის სახლის ძირითადი აქსესაურები. ეს ამარტივებს სახლის მოწყობის პროცესს. ბევრი ნივთის დამზადება ხისგან თავად ან მეგობრების დახმარებით შეგეძლებათ. შედეგად კი ასე მოდურ “ქანთრის” სტილს მიიღებთ.



ფარდები
ფარდები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი სახლის ინტერიერში. თუ სხვა ვერაფრის გაკეთებას ახერხებთ, უბრალოდ გამოცვალეთ ფარდები. არ არის აუცილებელი ახლის ყიდვა, ქსოვილი შესაძლებელია სახლშიც გქონდეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟალუზები, რაც ძალიან ლამაზი და ასევე აქტუალურია დღესდღეობით.



ასევე იხილეთ: "არ მიანდოთ რემონტი შინაურს" - გამოცდილი რჩევები, თუ როგორ გავაკეთოთ რემონტი იაფად

კომენტარები

Zeinab murakashvili 2017-09-03 00:30
Bolo winadadeba zaluan momewona.ise ki martals brzanebt.getanxmebit yvekafershi.
ninoooo 2017-09-01 04:50
wyalic sakmarisia generaluri uborkis gasaketeblad
natela 2017-08-25 00:33
kargi, optimisturi darigebaa, magram fulebi aris chveni gamxarebeli...xom gaxsovt daiviwket es zgapari .... tkbilad mosasmeni
ნინო 2017-08-23 13:39
ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს და მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ უფულობის შემთხვევაში გენერალურ დალაგებასაც ვერ მოახერხებ, ვინაიდან საწმენდი საშუალებები გჭირდება, რაც არცთუ ისე იაფია. თუ გადასყრელი ნაგავი ბევრი დაგიგროვდა ნაგვის გატანა ცალკე ხარჯია, ასე, რომ, უფულოდ სუნთქვაც კი შეუძლებელია და თუ სუნთქვას შეძლებთ მაშინ მხოლოდ იოცნებებთ.
............ 2017-08-17 14:38
როცა ფული არ გაქვს ვერც რემონტს გააკეთებ და ვერც საჭმელს შეჭამ. და მეორეც,მეც ვერკვევი ცოტა რაღაცაში ამ განხრით და ნატურალური ხე და მისი მასალა ბევრად ძვირი ღირს ვიდრე ყველა ეს ლამაზად შეფუთული ნაგავი. არა მგონია იმდენი მეგობარი ყავდეს ადამიანს რომ ყოველ მეორეს ხის დამამუშავებელი დაზგები ედგას და უფასოდ რამე გაგიკეთოს. ხის მოჭრის ნებართვა მისი დახერხვა მერე გაშრობა დამუშავება და ბოლოს კედლებსა და ჭერზე გაკვრა იმდენი დრო და ფული ჯდება მეგობარო, რომ დაითვლი შეიძლება შიშისაგან კრუნჩხები დაგემართოს. მეორეც ვიღაცის მიერ გადარჩენილი და მონაგროვები მასალით შეიძლება მოაპირკეთო მხოლოდ გარეთა კიბუს საფეხურები და ამნაირი მეორეხარისხოვანი ადგილები. სახლის თუნდაც საშუალო დონის რემონტს ძალიან ბევრი"მაყუთი" ჭირდება საქართველოში, რადგანაც ფასები იმდენად არარეალური ადევს ყველაფერს, განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებიც კი პირდაღებული რჩებიან როცა თავიანთ ფულზე გადაყავთ აქაური ფასები. როგორც პოლიტიკიდან აწ განსვენებული მიხეილ სააკაშვილი იტყოდა. ქართველებს გვიყვარს ილუზიებით თავის გართობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები