რა უნდა ვიცოდეთ სარემონტო მასალების შერჩევისას

ინტერიერის დიზაინის შერჩევისას, წინასწარ ყველას აქვს წარმოდგენაში შექმნილი სურათი თუ როგორი იატაკი უნდა მისაღებში, ლამინატი, ფილა, მათი ფერები, სააბაზანოში კაფელის, მეტლახის, საშხაპე კაბინების და სხვა აქსესუარების ვიზუალური მახასიათებლები, თუმცა როდესაც უშუალოდ მასალების ყიდვაზე მიდგება საქმე აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად არჩევანის მრავალფეროვნებისა ბევრ კომპრომისზე გვიწევს წასვლა, ისეთი არ გამოდის როგორიც წარმოგვედგინა, ან ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის ნიშნები.

რა არის მთავარი, რაც სარემონტო მასალების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ?
რჩევებისთვის გალერეა „დემასის“ მარკეტინგის მენეჯერს, მიხეილ რაზმაძეს მივმართეთ.
გალერეა დემასი 2000 წელს დაარსდა და
დიდი გამოცდილების საფუძველზე მომხმარებელს სააბაზანო ოთახის მოწყობისა და შენობის რემონტისათვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს სთავაზობს, რისთვისაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს და თანამედროვე ტენდენციებსაც არასდროს ჩამორჩება.

სარემონტო მასალების შერჩევისას უპირველესი, რა თქმა უნდა, ხარისხია. ხშირად, მომხმარებელს ფასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა უხდება, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი თუ რა უჯდება რეალურად უხარისხო მასალის ხარვეზების გამოსწორება ადამიანს და რა ჯდება ხარისხიანი ნიმუში, რომელიც მრავალი წელი გამართულად მუშაობს, შედეგმა ძალიან ნათლად, ციფრებში გვიჩვენა, რომ გაცილებით ძვირი ჯდება უხარისხო, იაფფასიანი პროდუქტით გამოწვეული შედეგი ან მის შეკეთებაზე გასაწევი ხშირი ხარჯი, ამიტომ არც თუ დიდი განსხვავება ფასში ნამდვილად იძლევა გარანტიას, რომ პროდუქტი დიდხანს გემსახურებათ და ჯობია სწორი არჩევანი თამამად გავაკეთოთ. ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, იტალიური, ესპანური და სხვა ევროპული ქვეყნების პროდუქცია.

მნიშვნელოვანია რემონტისას გავითვალისწინოთ ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტრენდები, რაზეც ასევე მუდმივად ვზრუნავთ: მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია, პირდაპირ ევროპული გამოფენებიდან ხვდება ჩვენს შოურუმში.ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ფასი არარეალური და კოლოსალურია, ხარისხთან და ვიზუალთან მიმართებაში მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს რამდენად კმაყოფილი მომხმარებლები გვყავს ამ მიმართულებით.

აქტუალური პრობლემაა აგრეთვე ის, რომ წინასწარ წარმოდგენილი სურათის შემდეგ თუ როგორი იქნება მისი ინტერიერი, მომხმარებელი ყიდულობს მასალას, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ ისეთი არ გამოვიდა როგორიც ჩაიფიქრა. ეს მდგომარეობა სტრესული და დამთრგუნველია, რადგან სახლი არის ის ადგილი, სადაც არ უნდა არსებობდეს დისკომფორტის არანაირი ზონა, მითუმეტეს რემონტის, სიახლის ეიფორიის შემდეგ. სწორედ ამ იდეით შთაგონებულებმა გავაკეთეთ ახალი შოურუმი, სადაც მოწყობილია ინსტალაციები იმგვარად, რომ მომხმარებელმა ზუსტად ნახოს როგორი გამოვა მისი სააბაზანო თუ სხვა ოთახი ზუსტად იმ მასალით, რომელსაც შეიძენს, ეს ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია, ზოგავს ძალიან დიდ დროით, ფინანსურ და ენერგიის რესურსს.

არ შეიძლება არ შევეხოთ სარემონტო მასალების უსაფრთხოების საკითხს:
ბევრისთვის შეიძლება ცნობილი არც არის ის შემაშფოთებელი ფაქტი, რომ უხარისხო შემრევმა ონკანმა, შესაძლოა, სხვადასხვა ნივთიერებებით წყლის მოწამვლა გამოიწვიოს. ჩვენი პარტნიორი ევროპული ბრენდები დეტალურ ინფორმაციას და დოკუმენტაციას გვაწვდიან იმის შესახებ, რომ პროდუქცია დამზადებულია ჰიგიენურ პირობებში, შიდა საპოხად გამოყენებულია საკვებად ვარგისი, სუფთა მასალა, ეს საკითხი უგულვებელყოფილია უხარისხო, იაფფასიანი მასალის დამზადებისას, რომლის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რომ შევაჯამოთ, სარემონტო მასალების შერჩევაში ხარისხი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი და ამ „ხარისხში“ ჩვენ წინასწარი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას, მისაღებ და ადეკვატურ ფასს, გამძლეობას და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვგულისხმობთ.
R

კომენტარები

ალექსი 2018-06-22 18:28
თუ მართლა ისეთი შოურუმები გაქვთ როგორიც სურათებზეა ნაჩვენები – ბრავო დემასი! უახლოეს დრეებში აუცილებლად მოგინახულებთ.
მარი 2018-06-22 12:43
მალე გეწვევით :))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები