სამზარეულო ნებისმიერი სახლის ყველაზე ფუნქციონალურ ოთახად ითვლება. ამ შემთხვევაში უმთავრესი მისი პრაქტიკულობაა, ჩვენ კი ამ ოთახის გარემონტების დროს ყველაზე მეტ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე.
შევეცდებით გაგაცნოთ პროფესიონალ დიზაინერთა მოსაზრებები და მოგცეთ საშუალება თავიდან აირიდოთ ზედმეტი პრობლემები და შეცდომები.
იდეალური რემონტი სამზარეულოში
აი, რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ სამზარეულოში იდეალური რემონტის გაკეთებას ვაპირებთ:
1. ლამინატი და კერამიკული ფილები
ამ ორი მასალის ტანდემი სამზარეულოსთვის თავისთავად მიუღებელია, თუმცა დიასახლისები ხშირად მიმართავენ მას, რადგან ერთი შეხედვით ლამაზად გამოიყურება. კარადებთან კერამიკულ ფილებს აკეთებენ, ხოლო დანარჩენ სივრცეს ლამინატით
ავსებენ.
ფილებისა და ლამინატის გადაბმის ადგილი ძალიან მალე ბინძურდება. ეს არაპრაქტიკულია, ამიტომ, იატაკის საფარის არჩევის დროს სამზარეულოში ან მეტლახი შეარჩიეთ ან ლამინატი, ცალ-ცალკე ორივე კარგია.
2. შეუსაბამო ფერი
სამზარეულოს ფუნქციონალობიდან გამომდინარე ეს ოთახი ისეთ ფერად უნდა შეიღებოს, რომ ლაქები ადვილად არ ჩანდეს. იდეალურია ნეიტრალური ფერი, მაგალითად ნაცრისფერი. თეთრი და შავი ფერი გამართლებული არ არის.
3. კარადების სახელურები
ზედა კარადებს სახლურები არა ჭირდება, ეს არც პრაქტიკულია და არც ლამაზი, გირჩევთ ისეთი მექანიზმი გააკეთოთ, რომ სახელურები არ დაგჭირდეთ, ეს ლამაზიც იქნება და პრაქტიკულიც.
4. სამზარეულო ჭერს უნდა ებჯინებოდეს, ეს ძალიან ლამაზიც არის და პრაქტიკული, დაბალი სამზარეულო მტვრის და უსარგებლო ნივთების ბუდეა.
5. ცოტა ჩამრთველი და ცუდი განათება
სამზარეულოში აუცილებელია ძალიან კარგი განათება. მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცის ყველა კუთხე კარგად ნათდებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმარისად იყოს ჩამრთველი, რადგან სამზარეულოში ტექნიკას ხშირად მოვიხმართ.
6. ტექნიკის განლაგება
საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამონტაჟების დროს გირჩევთ გაითვალისწინოთ ოჯახის წევრთა სიმაღლე და ყველასთის ოპტიმალური ზომა შეარჩიოთ. სავარაუდოდ წელის სიმაღლეზე უნდა იყოს განთავსებული ტექნიკა.
7. თბილი იატაკი
ზოგჯერ, ეკონომიის მიზნით, ისე ვაკეთებთ რემონტს, რომ არ ვითვალისწინებთ პროფრესიონალთა რჩევებს და ეს ძალიან ცუდ შედეგს იძლევა, მაგალითად, იატაკის დათბობის დროს არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მაცივრის, გაზქურის ან თუნდაც კარადის ქვეშ გათბობა სულაც არ არის საჭირო. როდესაც ამას თავად მივხვდებით ხოლმე, უკვე გვიანია. ასე რომ, სანამ რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ, გათვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით საქმეს.