ჯერ კიდევ არ იცით, იატაკის რომელ საფარს მიანიჭოთ უპირატესობა? ჩვენ შემოგთავაზებთ უნივერსალურ გადაწყვეტილებას - ვინილის იატაკს.
რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "ვინილი"? ყველაზე ხშირად ადამინებს თვალწინ წარმოუდგებათ ან მუსიკალური ფირფიტა და ან ლინოლეუმი. თუმცა, არც ერთია და არც მეორე.
ვინილის იატაკიც მკვრივი საფარია, თუმცა ლონოლიუმთან შედარებით ბევრად პრაქტიკული და გამძლეა. წყალსაც უკეთ იტანს, ანუ წყალგაუმტარია. ლინოლეუმისგან განსხვავებით მისი დაგება ნებისმიერ ზედაპირზე საკუთარი ხელით არის შესაძლებელი.
თანამედროვე ვინილი ყველაზე მდგრადი, ამტანი და მრავალფეროვანი მასალაა და გამოყენების ფართო სპექტრიც გააჩნია.
ეს გახლავთ მრავალფენოვანი კონსტრუქცია და ეკოლოგურადაც
ამტანობისა და მდგრადობის ხარჯზე ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, თუმცა გვინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი გადაწვეტილება იქნება იმ სახლებისთვის, სადაც ბავშვები არიან და ცხოველებიც ბინადრობენ.
ვინილი ძალიან კომფორტულია სიაულის დროს, არ ჭრიალებს, არ ცურავს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.