ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია აბაზანაში შუშის შხაპ-კაბინის ან შუშის ტიხრის დამონტაჟება. თუმცა, სამწუხაროდ, შუშის უხარისხობის, არასწორი მონტაჟის ან ექსპლუატაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო, ძალიან გახშირდა ინციდენტებიც - შუშა იმსხვრევა და ხშირად, ადამიანები ფიზიკურადაც ზარალდებიან, ჭრილობებსაც იღებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯგუფ რემონტში წერს ქალბატონი და დეტალურად აღწერს, რა მოხდა. ჯგუფის წევრებს შორისაც, ვინც პოსტს გამოეხმაურა, აღმოჩნდა, რომ ბევრს ჰქონდა მსგავსი პრობლემა. ზოგმა რჩევაც არ დაიზარა. გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს რამდენიმე გამოხმაურებით:
"ჩემთვ
ის მტკივნეული თემა წამოიჭრა ჯგუფში და გადავწყვიტე, გამეზიარებინა ის საშინელი გამოცდილება, რაც სააბაზანოში უზარმაზარი შუშის ვიტრაჟის დამსხვრევისას მივიღე. ასევე მინდა გირჩიოთ, როგორ აირიდოთ ეს თავიდან.
ყველაზე პრესტიჟულ და გამოცდილ ქართულ კომპანიას შევუკვეთე ნაწრთობი მინის კარი გასაგორებელი მექანიზმით, საკმაოდ მაღალი ფასი გადავიხადე. დაამონტაჟეს და მითხრეს, რომ სრულად დარეგულირებული-შემოწმებული იყო.
ახალი გადასული ვიყავი სახლში და პატარა ბავშვთან ერთად შევედი საშხაპეში (დიდი, ოთახივით სივრცეა შხაპისთვის გამოყოფილი). საშხაპიდან გამოსვლა რომ მოვინდომე, კარი გაჭედილი იყო და აღარ იღებოდა. ცოტა ძალა რომ დავატანე, რომ გამეღო (მარტო ვიყავით სახლში და სხვა გზა არ მქონდა გამოსვლის), უზარმაზარი ვიტრაჟი თავზე დაგვეფშვნა მე და ჩემს შვილს და სულ დაგვსერა. ყველგან მინის ნამსხვრევები იყო, სისხლი
გვდიოდა და ვერც კი გამოვდიოდი, იმდენად ყველგან მინის ნამსხვრევები იყო. არცთუ ზედაპირული ჭრილობები მივიღეთ და ძალიან დიდი შიში, დღემდე არ ვგრძნობ თავს დაცულად მინის კარიან საშხაპეებში ბანაობისას.
კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა და ოპერატიულად დაამზადა ახალი მინა და დაამონტაჟა, მაგრამ იმ შიშს და საშინელ შეგრძნებას, რაც გამოვიარე, დიდხანს ვერ დავივიწყებ. კიდევ კარგი ბავშვი ძაან ცელქი და გამბედავი მყავს და არ შეშინებია დიდად, თორემ შეიძლება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიეღო.
როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე კარგად არ მოუჭერიათ საგორაო გორგოლაჭები ჭანჭიკებზე და რემონტის დასრულებიდან საცხოვრებლად გადასვლამდე ზაფხულის პერიოდში მოშვებულა მოჭერილი რეზინები, კარმა დაიწია და მინა იატაკზე დამაგრებულ მიმმართველ გასაგორებელ მექანიზმს ეხახუნებოდა.
ჩემი რჩევაა, თუ მინის კარის გაღებისას რაიმე ძალის დატანება გჭირდებათ ან ეხახუნება ძირს რაიმეს, არ გამოიყენოთ, სანამ ხელოსანი არ მოვა და არ დაარეგულირებს. როგორც გავარკვიე, ნაწრთობ შუშას კიდეები და კუთხეები აქვს ყველაზე სუსტი და ამიტომ მარტივად ტყდება ამ ტიპის ზეწოლით. ეს რომ მცოდნოდა, როგორც კი ვიგრძენი, რომ ეხახუნებოდა იატაკზე მინა, ხელს აღარ ვახლებდი. უბრალოდ იმიტომ არ დამიშვია ეს ვარიანტი, დარწმუნებული ვიყავი, არ იყო მონტაჟის პრობლემა.
იმდენად შეშინებული ვარ, ახლა რომ ვაყენებდე საშხაპის ვიტრაჟებს, აუცილებლად კარგ მაღაზიაში ვიყიდდი მზა, პლასტმასნარევ მინას. არ დაიჯეროთ, რომ აი ნაწრთობია და ნამცეცებად არ იფშვნება - მგონი ჩვენს ქვეყანაში არც აწრთობენ ხარისხიანად, საკმაო ზომის ნამსხვრევები ეყარა ბევრი და ღრმა ჭრილობებიც მოგვაყენა მე და ბავშვს. ან თუ მინისას იყიდით, გამჭვირვალე დამცავი ფირი გადააკარით გარედან მაინც და ის დაიჭერს...
ჭრილობებზე არანაკლები სტრესი დალაგება იყო, მთელი ღამე ვყრიდი პარკებში ამ მინის ნამსხვრევებს, რომ დილით ბავშვების გაღვიძებამდე მომესწრო. თან ისეთი მძიმე იყო, ჩემოდნით ჩავიტანე სანაგვემდე.
პ.ს. ფოტო ინტერნეტიდანაა აღებული, მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს ჩემი გადაღებული და ისეთი საშინელი სანახავია, აქ ვერ დავდებდი სამწუხაროდ. კილოგრამობით მინის ნამსხვრევებით მოფენილი იატაკი და სისხლი ყველგან. მადლობა ვინც წაიკითხეთ, ნეტავ ვინმეს ჩემთვისაც მოეწოდებინა ეს ინფორმაცია".
გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

- ამიტომ შემდეგში დაამზადეთ ლამექსი. ორი მინა წებდება ერთმანეთზე, შუაში თხელი ცელოფანი აქვს. დაზგაში შეშვებისას წებდება ერთმანეთზე მინა. გატეხვის დროს იბზარება, არც დიდი და არც პატარა ნატეხები არ ცვივა. მარტო ბზარები ექნება.
- ტიხარი მქონდა მხოლოდ, არავითარი ზეწოლა და არც რაიმე პრობლემა არ ჰქონდა. სახლში დაბრუნებულებს გამსკდარი დაგვხვდა, საბედნიეროდ, გადავრჩით.
- ჩემი აზრით, მინის დამონტაჟება სიცოცხლისთვის საშიშია. მგონია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს, ყოველ შემთხვევაში - საქართველოში. მაშინ რას შვრებით, თუ ბავშვი მარტო შევიდა აბაზანაში და მასე დაემართა? რატომ რისკავთ? უწუ-პუწუების გამო არ ღირს სიცოცხლის გარისკვა. ისედაც იმდენ გამოცდას გვიწყობს ცხოვრება.
- ასე დაიფშხვნა ჩემთანაც (ბავშვის გამოყვანა და ჩაფშხვნა ერთი იყო).
- არც მინდა გახსენება, რა დღეში ჩავარდი ამ მინის გამო. მეც შიგნით მოვყევი, ზუსტად ასე გაჭედა გორგოლაჭმა, ძალა დავატანე და გადამესხვრა. თავის ქალიდან ძლივს მივიცალე წვრილ-წვრილი ნამსხვრევები. საერთოდ, რა უნდა აბაზანაში მინას?! საკმაოდ დიდი რისკია! ადრე, თუ გვიან აუცილებლად გატყდება!
- ასევე, პატარა იარაც დამიტოვა მკლავზე. ჩვენ შემთხვევაში გასაღები კარია და ანჯამი გატყდა, გადმოიწია კარი გაღების დროს და ის მინის კედელი, რომელზეც კარი იყო ჩამოკიდებული, დაიმსხვრა. კარი გადმოვარდა, სარეცხ მანქანას დაეცა და გადარჩა. წარმომიდგენია თქვენთან რა იქნებოდა და იმხელა მინა რას დაგმართებდათ.
- ნაწრთობ შუშას არ უნდა ჰქონდეს კიდეები და კუთხეები სუსტი, როგორც ასეთი. ის კომპანია არ ამზადებს ან არ იცის, როგორია ნაწრთობი შუშა. გასაგორებელი მაქვს საშხაპის კარები, უკვე ვინ მოთვლის რამდენი წელია. გაჭედილა, ღერძიდან ამოვარდნილა, ხან საგორავებელი ბორბალი მოძვრა და ვაწვებოდით ოჯახი, რომ გაგვეწია კარი, რასაც ქვია ნათრევია ორივე კარი. მაგრამ არაფერი მოსვლია მსგავსი. უბრალოდ საქართველოში ბევრი კომპანია აშკრად ჩვეულებრივ შუშას ყიდის ნაწრთობ შუშად, ვერ დავიჯერებ, რომ სპეციალური საშხაპის შუშებია. ამერიკაში ალბათ 80%-ს აქვს შუშის გასაწევი საშხაპის კარი და მე არ მახსოვს ჩემი 30-წლიანი ცხოვრებიდან, ოდესმე მომესმინა, რომ ვინმეს შუშა ასე იოლად (თქვენნაირ სიტუაციას ვგულისხმობ) დამსხვრეოდა. უბრალოდ იტყუებიან ვითომ ეგ “სახელოვანი” კომპანიები, რომ ნაწრთობს ყიდიან.
კომენტარები