რით ჯობს ალუმინის კარ-ფანჯარა სხვა მასალისას? - 80 წლამდე ძლებს!

უკვე დიდი ხანია ალუმინის კარ-ფანჯარა სარემონტო მასალების ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. ლამაზი, საიმედო, მყუდრო კარ-ფანჯარა ინტერიერის თანამედროვე დიზაინში შეუცვლელი ელემენტია. ეკოლოგიური მხარე, მყუდრო გარემო, დახვეწილი დიზაინი - ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს სწორედ ამ მასალაზე აჩერებს. უმთავრესი კრიტერიუმი კი გახლავთ ის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ვადით - 80-ზე მეტი წელს ძლებს. უფრო დაწვრილებით რჩევებს ამ თემის გარშემო გამოცდილი ხელოსანი კახა ბარამიძე გაგიზიარებთ.


- რამდენად მოთხოვნადია დღეს ალუმინის კარ-ფანჯარა?
- ალუმინის პროფილები ძირითადად გამოიყენება განსაკუთრებით დიდი ზომის ვიტრაჟებისა და კონსტრუქციების დასამზადებლად,

საოფისე ფართებისთვის და ა.შ. ეს მასალა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ სახლისთვის იშვიათად ახერხებენ მის შეძენას.


- რამდენი სახეობის ალუმინის კარ-ფანჯარა არსებობს?
- ორი სახეობისაა. იზოთერმული და ალდოქსი. მათ შორის ხარისხსში დიდი განსხვავებაა. საუკეთესოა იზოთერმული. იგი სამკამერიანია, ალდოქსი კი ერთ კამერიანია.


- რა თვისებებით გამოირჩევა ამ მასალით დამზადებული კარ-ფანჯარა?
- ალუმინი არის მსუბუქი და ამავე დროს მტკიცე, მდგრადია კოროზიის, დეფორმაციისა და ეკოლოგიური ზემოქმედებისადმი. გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით. არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ხმაური ნაკლებად აღწევს ოთახში. კონსტრუქცია აბსოლუტურად იცავს შენობას წყლის შემოღწევისაგან, ქარისგან, მტვრისაგან და რაც მთავარია, სხვა მასალებთან შედარებით საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 80-90 წელს ძლებს.


- როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი ხარისხის მასალა?
- არაპროფესიონალის თვალით ცოტა ძნელია, სასურველია ხელოსნის დახმარებით შევარჩიოთ. ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ საკეტები იყოს ხარისხიანი.


- ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა ალუმინი?
- დღესდღეობით ყველა სამშენებლო მასალა - მეტლახი, ლამინატი თუ სხვა შეიცავს ეკოლოგიურად დაბინძურებულ ნივთიერებებს. ალუმინის შემთხვევაში მაქსიმალურად შემცირებულია გამოსხივება. მეტალოპლასტმასს ბევრად მეტი გამოსხივება აქვს, ვიდერე ალუმინს.

- ფასები როგორ მერყეობს?
- ალუმინის ფასები მერყეობს 90 დოლარიდან 170 დოლარამდე. დღევანდელ პირობებში ცოტა რთულია ამხელა თანხის გადახდა, თუმცა ყველას ვურჩევ, გაიჭირვონ, ცოტა მეტი გადაიხადონ და ხარისხიანი, მყარი, დაცული მასალისგან გააკეთონ ჯარ-ფანჯარა.
მერი ბლიაძე

კომენტარები

Beka 2017-02-05 09:26
Europashi aluminis fanjrebis dro ukve wavida da chventan turme axal shemodis.nestis wyaro,tan dzviri. Hm?!
პაატა 2017-02-05 09:00
ალუმინი ოფისში კი, საცხოვრებელში მეტალოპლატმასი, ან თუ საშუალებაა ხე-ალუმინის შედგენილი მასალა, თორე ალუმინის თერმოიზოლაცია არ გაიშვას, რა გინდ იზოპროფილიც არ გინდა იყოს, მასში ტერმოიზოლალია დამოკიდებულია ალუმინებს შორის განთავსებულ 7-8 მმ-იან პლასტმასზე.
გიორგი 2016-12-24 20:31
ერთი გაგვანათლეთ, რა "გამოსხივება" აქვს მეტალოპლასტმასს :))))
Sandro 2016-11-22 14:17
Dzaan sveldeba ortqlisgan, gaafucha kvelaferi.
laluka 2016-11-17 21:05
მთელი ზამთარი ტირის, იორთქლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები